"ვინც ცდილობენ ბასილაშვილს იმიჯი შეულახონ, გაწბილებულები დარჩებიან" - ჩოგბურთელის ადვოკატი ომბუდსმენს მიმართავს

AutoSharing Option
ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა ომ­ბუდსმენს მი­მარ­თავს და მო­უ­წო­დებს, რომ ჩოგ­ბურ­თე­ლი მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის ენის­გან და­იც­ვას.

რო­გორც ჭკა­დუა ამ­ბობს, გუ­შინ­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ უამ­რა­ვი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი პოს­ტი და­ი­წე­რა და მო­უ­წო­დებს ნინო ლომ­ჯა­რი­ას, ფაქ­ტით და­ინ­ტე­რეს­დეს.

"ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ თავს უწო­დე­ბენ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს, არ­ღვე­ვენ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას და კონ­სტი­ტუ­ცუ­ირ უფ­ლე­ბას, რად­გან სა­სა­მარ­თლოს არ და­უდ­გე­ნია, რომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი არის მო­ძა­ლა­დე.

მინ­და მივ­მარ­თო სა­ხალ­ხო დამ­ცველს, რომ და­იც­ვას მისი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტსმე­ნი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, რომ­ლის მი­მ
ართ გა­მოყ­ნე­ბე­უ­ლია სი­ძულ­ვი­ლის ენა. ის, რომ ბრალ­დე­ბუ­ლია არ ნიშ­ნავს, რომ მას არ აქვს უფ­ლე­ბა მი­ი­ღოს ამა თუ იმ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ცდი­ლო­ბენ ბა­სი­ლაშ­ვილს იმი­ჯი შე­უ­ლა­ხონ, გაწ­ბი­ლე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან" - აღ­ნიშ­ნა ჭკა­დუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, დო­ჰას 250-ქუ­ლი­ა­ნი ტურ­ნი­რის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე, ქარ­თვე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი შვე­ი­ცა­რი­ელ ლე­გენ­დას, რო­ჯერ ფე­დე­რერს და­უ­პი­რის­პირ­და და გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. პირ­ვე­ლი სეტი ფე­დე­რე­რის გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­და, თუმ­ცა ნი­კო­ლოზ­მა მე­ო­რე სეტ­ში გა­ა­თა­ნაბ­რა და მე­სა­მე სე­ტიც მისი გა­მარ­ჯვე­ბით დამ­თავ­რდა. სა­ბო­ლო­ოდ, ან­გა­რი­ში სამ სეტ­ში ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ - 3:6, 6:1, 7:5 და­ფიქ­სირ­და.

ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი წერ­და, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი "ყო­ფილ ცოლ­ზე მო­ძა­ლა­დეა" და ახლა მისი ზე­ნი­ტში აყ­ვა­ნა არას­წო­რია.

წყარო: ambebi.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ქალბატონი ირმა უძლიერესი ადვოკატია და ეს ვერ მოუნელებიათ ამ ალქაჯებს. გაანებეთ თავი ნიკოლოზს ერთხელ და სამუდამოდ!!! თუ შემოგაკლდათ გრანტები და დრო იხელთეთ ახალი დაფინანსების მოსაძიებლად? მთელი საქართველო ნიკოლოზის გვერდით დგას და უფრო მეტად დაუჭერს მას მხარს!!! სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ დროზე გაშორებია ნელი დოროყაშვილს. წარმატებები ნიკოლოზს!!! ნუთუ არ გესმით უგუნურებო, რომ მისი გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაა!!!
elen
19:07 13-03-2021
0
Პრიმიტივები არიან ბაია და მისი რაზმი,ელემენტარული ანაბანაა რომ სანამ სასამართლო შედეგი არ დადგება ადამიანი უდანაშაულოა.საერთოდ იციან უდანაშაულობის პრეზუმციაა რა არის?მარტო კაცთმოძულეობა და წიკვინი იციან
Levan
22:16 12-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული