რუსული მედია ბასილაშვილის გარდასახვით გაოგნებულია

AutoSharing Option
წარუმატებელი სერიის შემდეგ დოჰას ტურნირის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის გასვლამ sports.ru გააოცა.

"ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰაში ტეილორ ფრიტცი 7:6, 6:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

დოჰას ტურნირამდე ბასილაშვილმა ზედიზედ ხუთი მარცხი განიცადა, ჯამში კი 2020 წლის სეზონის განახლების მერე თექვსმეტიდან მხოლოდ ორ შეხვედრაში იმარჯვა - ორივეჯერ ტოპ-250-ის მიღმა მყოფ ჩოგბურთელებთან. კატარში მის ანგარიშზე უკვე ოთხი გამარჯვებაა, მათ შორის მეოთხედფინალში როჯერ ფედერერთან.

29 წლის ქართველი კარიერაში ATP-ის ტურნირების ფინალში მეექვსედ ითამაშებს (სამი ტურნირი მოიგო). ბოლოს ფინალში 2019 წელს ჰამბურგში გავიდა", - წერს გამოცემა.

გადამწყვეტი მატჩი დღეს, 13 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აპა მოუგია ტურნირი და ვერ გოუგიათ
akaki
17:00 13-03-2021
0
რა ბოღმა ხალხი ვართ ქართველები... ხშირად მაგონდება ხოლმე მეფე გიორგი პირველის სიტყვები ,,დიდოსტატის მარჯვენიდან ''... თუ ვინმე აღმოგვაჩნდა გამორჩეული, ისე დავკორტნითო.... ნიკას თუ შეეშალა, კანონთან და უფალთან აგებს პასუხს...
ნიკა, გამარჯვებას გისურვებთ ფინალში საქართველოს სასახელოდ....
გიორგი 50
16:04 13-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული