დიდი ფინალის მოლოდინში! ბასილაშვილი აგუტის წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს, 13 მარტს დოჰას 250 ქულიანი ტურნირის ფინალურ მატჩში ერთმანეთს ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი და ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი დაუპირისპირდებიან.

ორივე ჩოგბურთელმა საკმაოდ რთული ბადე გაიარა და ფინალში ასპარეზობა ღირსეულად მოიპოვა.

ნიკამ პირველი შეხვედრა ჯონ მილმანთან გამარჯვებით დაიწყო (2:6, 6:4 6:2), შემდეგ მალეკ ჯაზირს 6:2 6:2 სძლია, მეოთხედფინალში ქართველმა როჯერ ფედერერი 3:6, 6:1 7:5 დაამარცხა. გუშინ ნახევარფინალში ტეილორ ფრიტცმა ბასილაშვილს ვერაფერი დაუპირისპირა 6:7 1:6 დამარცხდა.

რაც შეეხება ბაუტისტა აგუტს, ესპანელმა ჯერ ოპეკას 4:6 6:3 6:4 სძლია, შემდეგ ალექსანდრ  ბუბლიკი 6:4 6:3,
მეოთხედფინალის შემდეგ კი ბაუტისტამ მაყურებელს 2 სენსაცია შემოსთავაზა, ჯერ ATP რეიტინგის მე-4 ნომერს, დომინიკ ტიმს 7:6 2:6 6:4 სძლია, ნახევარფინალში კი ATP-ის მე-8 ნომერს, ალექსანდრ რუბლევს 6:3 6:3 მოუგო და ფინალში დამსახურებულად გავიდა.

ქართველი და ესპანელი ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ნიკოლოზმა მხოლოდ 1 გამარჯვება დუბაის ტურნირზე იზეიმა (6:7 6:4 6:3).

შეგახსენებთ, დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
Chempioniaaa
Bacho
20:36 13-03-2021
0
მიდი ბასილ შეუსრულე ნელის და ბაიას.DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდდ
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული