გილოცავთ - ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი დამაჯერებლად მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დოჰას საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 153 560) ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42) ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი (13) ორ სეტში დაამარცხა. მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

პირველი სეტი ნოკოლოზმა მეტოქეს ტაიბრიეკზე მოუგო, მეორე კი - 6:2. აღსანიშნავია, რომ მან წაგებათა 5-მატჩიანი სერიის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ იმარჯვა და რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდება.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი აგუტს მეხუთედ შეხვდა და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - კარიერაში ATP-ის ეგიდის მეოთხე ტურნირი მოიგო და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

აქამდე ტურნირზე ნიკოლოზმა ავსტრალიელ ჯონ მილმანს
(6:4, 6:2), ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2,) შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (3:6, 6:1, 7:5) და ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (7:6, 6:1)) სძლია.

მკითხველის კომენტარები / 42 /
მალადეც!
Nukri
13 მარტი 2021 21:17
0
ვულოცავ ნიკას და ყველა ადამიანს ვისაც დაეხარდა ნიკას წარმატება. შესანიშნავი ტურნირი ჩაატარა და დამაჯერებლად მოიგო .
გოგა
13 მარტი 2021 21:04
0
გუშინ ხო ვამბობდი აქ, რომ ბაუტისტას მოუგებდა, მისგან განსხვავებით ჩვენებურს მრავალფეროვანი არსენალი გააჩნია, ბადესთან თამაში როგორ დახვეწა, ან როგორ აწვდის. ვულოცავ ნიკას მაგარ დაბრუნებას და კიდევ მრავალ წარმატებებს ველი!!!!
მინდია
13 მარტი 2021 20:48
0
მადლობა შენ გამზრდელს! დიდი ქართველი ხარ! ყველა დიდი შლემი მოგეგოს ნიკა!!!
Geo
13 მარტი 2021 20:54
1
რაო, ბაია/ბაბუც?
domenti
13 მარტი 2021 21:14
1
გილოცავ ნიკოლოზ.ყოჩაღ!! სულ წარმატებით გევლოს .
di ma
13 მარტი 2021 21:01
0
გილოცავთ ნიკოლოზ ბრწყინვალე გამარჯვებას
ზურა
13 მარტი 2021 20:46
0
გილოცავ ნიკა.წლის ბოლოს ათეულში გვენახე.პანდემია მოუხდა მგონი ტრამვა მოირჩინა.უკეთესად აწვდის.
პაატა
13 მარტი 2021 20:58
1
გილოცავთ ყველას ამ დიდ გამარჯვებას.სასწრაფო დახმარების ბრიგადები თურმე მობილიზებული ყოფილან ბაბუცას სახლთან ვაა ვაა ბაბუცა ვაა ვაა..
ქობულეთიდან
13 მარტი 2021 20:54
1
ბრავო ნიკოლოზ! ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ დიდ წარმატებას! და კიდევ ბევრი და ბევრი სიხარული მოენიჭებინოს ნიკოლოზს, ქართველებისათვის!
ვახო...
13 მარტი 2021 20:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული