გილოცავთ - ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი დამაჯერებლად მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დოჰას საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 153 560) ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42) ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი (13) ორ სეტში დაამარცხა. მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

პირველი სეტი ნოკოლოზმა მეტოქეს ტაიბრიეკზე მოუგო, მეორე კი - 6:2. აღსანიშნავია, რომ მან წაგებათა 5-მატჩიანი სერიის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ იმარჯვა და რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდება.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი აგუტს მეხუთედ შეხვდა და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - კარიერაში ATP-ის ეგიდის მეოთხე ტურნირი მოიგო და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

აქამდე ტურნირზე ნიკოლოზმა ავსტრალიელ ჯონ მილმანს
(6:4, 6:2), ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2,) შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (3:6, 6:1, 7:5) და ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (7:6, 6:1)) სძლია.

მკითხველის კომენტარები / 42 /
ერთ კვირაში,ადამიანის ასე შეცვლა,წარმოუდგენელია.ასე თავდაჯერებული,500 იან ტურნირებს რომ იგებდა,მაშინაც არ ყოფილა.გილოცავ ნიკა და გილოცავთ,გულშემატკივრებო.ისე მაინც,ნეტავი რა მოხდა?საოცარია.რაგბის არჩევნების შემდეგ,დათრგუნული ვიყავი და სულ მომიხსნა სტრესი.
სოსო
13 მარტი 2021 21:59
2
გილოცავ ნიკუშ გენაცვალეეე, როგორ იმედით ვუყურებდი შენს თამაშს, თავიდან ასე მეგონა ფედერერთან იყო შენი მაქსიმუმი, მერე ფრიცსთან ვირწმუნე შენი დაბრუნების, მაგრამ აგუტს ფავორიტად ვთვლიდი... კიდევ კარგი მხოლოდ მე ვთვლიდი ... შენ ქართველი ერი წელში გამართე!!!
დავითა
13 მარტი 2021 21:25
0
ეს იყო მაგისთვის გარდამტეხი მომენტი, აწის ძველ ბასილაშვილს ვიხილავთ ყველა ტურნირზე.
ჟორა
13 მარტი 2021 21:57
3
ბრავო! ვულოცავ ნიკას და მის ქომაგებს! ვარჯიშობდა ტიპი მეტოქის მოწოდებაზე, ბადესთან გასვლას ამუღამებდა და რა ვიცი. თან ფინალში!!! ეგეთი არაფერი მინახავს. ერთი თავით მაღლა იდგა ბაუტისტაზეც და ფრიცზეც. ძალიან თავდაჯერებული იყო, ძალიან იოლად გახდა ჩემპიონი და ძააააალიან დიდი გამარჯვებების მოლოდინი გააჩინა!!!
ბარაქალა შენს მარჯვენას!
13 მარტი 2021 21:40
0
ბაიაზე ვნერვიულობ თავს არაფერი მოუწიოს ემოციური ბოვშვია
ოღონდ მართლა
13 მარტი 2021 21:16
2
სიტყვები არ მყოფნის,ბრავო,დაილოცოს შენი მარჯვენა,გაიხარე..............
კახა ქ.
13 მარტი 2021 21:23
0
რა განსვავებაა როცა გველი ქალი არ გახრჩობს
ირაკლი
13 მარტი 2021 21:40
2
... გილოცავთ ყველას!!! მადლობა ნიკოლოზ ჩვენ გახარებისთვის!!! შენ ხარ გმირი!!! ამ ფინალში ყველაფერი იყო , ლამაზი თამაში, გაწონასწორებული და მძლავრი ნიკოლოზი, საქართველოს დროშა, შეიხები, მილიარდები, ნავთობი, ლამაზი თასი და ბოლოს ქართული ტექსტი , მიმართვა საყვარელ შვილ ლუკასს!!! ეს ხომ ბედნიერებაა, გენაცვალე შენ ნიკოლოზ და შენს მშობლებს , თენგოს , ასეთი კარგები რომ ხართ!!! დიდება და მადლობა უფალს, და ნიკოლოზის მფარველ ანგელოზს , წმ. ნიკოლოზს, რომ შეეწიეთ და დაეხმარეთ მართალ და წესიერ ადამიანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს!!!
დათო
13 მარტი 2021 21:14
0
Ყველას გილოცავთ,კაცია კაცური,არ დაივიწყა შვილი და ქართველი გულშემატკივარი,წარმოიდგინეთ როგორ გრძნობდა ჩვენს თანადგომას,მადლობა ყველას ვინც ნიკოლოზს ამ ძნელბედობის ჟამს გულშემატკივრობდა და გვერდში ედგა პირველივე მძიმე წუთებიდან.ლუკა დაუჯერე მამაშენს,ეგეთი კაცები სიტყვებს ტყუილუბრალოდ არ ისვრიან
Levan
13 მარტი 2021 21:50
0
პირველ რიგში ნიკოლოზს და შემდეგ ყველას ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას! მაგრამ რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ისაა რომ აგუტი 13 ნომერია მსოფლიო რეიტინგში (ასე წერია სტატიაში ყოველ შემთხვევაში) და ნიკოლოზ გასილაშვილმა ასე დამაჯერებლად, რომ იტყვიან დიდი მარაგით მოუგო. ეს ნიშნავს ახალ სახელიან გარჯვებებს უნდა ველოდოთ მისგან მომავალში. წარმატებას ვუსურვებ ამაში და პირად ცხოვრებაში.
გიორგი
13 მარტი 2021 21:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული