"100 000 ძლივს მიაშავა ამხელა ქონებიდან ცოლს" - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი

AutoSharing Option
ჩოგ­ბურ­თის დო­ჰას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი გახ­და და ამით მან კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა. და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ბა­სი­ლაშ­ვილ­მა ქარ­თუ­ლად მი­მარ­თა შვილს: "ლუ­კას, მა­მი­კო, მინ­და და­ი­მახ­სოვ­რო, შენ ხარ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი, მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო გულ­შე­მატ­კივ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, დიდი მად­ლო­ბა გვერ­დით დგო­მის­თვის".

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ერ­თა­დერ­თი ვაჟი, ლუ­კა­სი ჰყავს, რო­მე­ლიც დე­დას­თან, ნელი (ნეკა) დო­რო­ყაშ­ვილ­თან იზ­რდე­ბა. წყვი­ლი სკან­და­ლუ­რად და­შორ­და ერ­თმა­ნეთს. ცოლ­მა ის ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რის მერეც ჩოგ­ბურ­თე­ლი და­ა­კა­ვეს კი­დეც, თუმ­ცა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ გი­რა­ო­თი
გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. თა­ვად ბა­სი­ლაშ­ვი­ლი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს. ამ საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა ჯერ არ გა­მარ­თუ­ლა.

ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "პარტნი­ო­რო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის" იცავს. ყო­ფილ ცოლ-ქმარს შო­რის დავა გრძელ­დე­ბა.

გუ­შინ­დე­ლი ტრი­უმ­ფის შემ­დეგ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის შვი­ლი­სად­მი ემო­ცი­ურ მი­მარ­თვას მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ად­ვო­კა­ტი ანა აბა­ში­ძე გა­მო­ეხ­მაუ­რა: 

"ამას არ დავ­წერ­დი ნამ­დვი­ლად, რომ არა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ეპა­ტა­ჟუ­რი სი­ტყვა შვი­ლის შე­სა­ხებ. მას შვი­ლის­თვის წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რია ალი­მენ­ტი არ გა­და­უხ­დია. უფრო მე­ტიც, სა­კუ­თარ შვილს სახ­ლს არ­თმევს სა­სა­მარ­თლოს გზით", - და­წე­რა ანა აბა­ში­ძემ.

Sportall.Ge

ად­ვო­კა­ტის პოსტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ი­აც:

"ესეც თქვე­ნი სა­ნა­ქე­ბო კაცი, შვილს (და არა ცოლს, ცოლს უკვე წა­არ­თვა) სახ­ლს არ­თმევს სა­სა­მარ­თლო­თი და წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რია ალი­მენტს არ უხ­დის ბავ­შვს. ასე­ვე, სა­სა­მარ­თლო­თი აქვს აკ­რძა­ლუ­ლი შვილ­თან მი­ახ­ლოე­ბა - ნეტა რატო? პ.ს. არა­ი­უ­რის­ტე­ბის­თვის და­ვა­მა­ტებ, რომ ალი­მენ­ტის არ­გა­დახ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფორ­მაა.

პ.პ.ს. მალე ყვე­ლა გა­ი­გებს, ვი­ნაა ეგ კაცი სი­ნამ­დვი­ლე­ში", - წერს ბაია პა­ტა­რა­ია.

Sportall.Ge

პა­ტა­რა­ი­ას სტა­ტუსს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰყ­ვა. ზოგ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა მას, ზო­გი­ერ­თი პი­რი­ქით, ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფილ ცოლს ადა­ნა­შა­უ­ლებს ამ სკან­დალ­ში. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ლაშა ბე­ქა­უ­რი წერს:

"შვი­ლი ია­რა­ღად არ უნდა აქ­ციო ფუ­ლის მი­სა­ღე­ბად. ამ სა­ჯა­რო და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე რა თან­ხას იღებ­და ყო­ფი­ლი ცოლი? ძაან ვცდი­ლობ შენი გა­და­სა­ხე­დიდ­ან შევ­ხე­დო, სა­კუ­თარ ფე­მი­ნის­ტო­ბა­საც ვა­დას­ტუ­რებ და ქალ­თა უფ­ლე­ბებს, მაგ­რამ ასე­თი ქე­ი­სე­ბი გან­ცდას მი­ჩენს, რომ ქა­ლის როლს სწო­რედ ასე­თი ფულ­ზე მო­ნა­დი­რე ინ­დი­ვი­დე­ბი აკ­ნი­ნე­ბენ. ჩემს სი­ტყვებს უკან წა­ვი­ღებ, თუ მაგ გო­გოს ქო­ნე­ბი­დან წილი და ათასე­ბი არ მო­უ­თხო­ვია და არ მი­უ­ღია გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ... და თან მხო­ლოდ ქარ­თველ ქალ­თან რომ აქვს ამ ბიჭს პრობ­ლე­მე­ბი, ქარ­თულ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან და ის გერ­მა­ნე­ლი გოგო მა­ზო­ხის­ტია ალ­ბათ ხომ?!".

მას ბაია პა­ტა­რა­ი­ამ ასე უპა­სუ­ხა: 

"და რა თან­ხას იღებ­და? არა­ფერს, ნულს! ქო­ნე­ბაც კი არ გა­უ­ყო ნა­ხე­ვა­რი, რაის ნა­ხე­ვა­რი? ერთი 100 000 ძლივს მი­ა­შა­ვა მთე­ლი ამ­ხე­ლა ქო­ნე­ბი­დან ცოლს. შვილს კი­დევ სახ­ლს არ­თმევს. ასე­ვე ალი­მენ­ტი ბავ­შვი­საა და არა ცო­ლის, იქ­ნებ ოდეს­მე შე­იგ­ნოთ ეგ ქარ­თველ­მა კა­ცებ­მა".

Sportall.Ge

თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს ასე­ვე ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის კი­დევ ერთი ად­ვო­კა­ტი ანა თავ­ხე­ლი­ძე:

"ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ვინც შე­მა­კა­ვე­ბელ ორ­დე­რებს ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებთ, მინ­და მათ­თვის დავ­წე­რო რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა:

1. პო­ლი­ცი­ამ 6 შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი ბა­სი­ლაშ­ვი­ლის და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ გა­მო­წე­რა გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ.

2. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის გან­ხილ­ვის დროს ად­ვო­კატებ­მა წარ­ვად­გი­ნეთ იმა­ზე მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ვიდ­რე და­კა­ვე­ბას და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას და­ე­დო სა­ფუძ­ვლად.

3. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბის სა­კითხს სა­სა­მარ­თლო იხი­ლავ­და და­ახ­ლო­ე­ბით 18 სა­ა­თი.

4. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის გან­ხილ­ვი­სას, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის გარ­და, დავ­კი­თხეთ მოწ­მე­ე­ბი, გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ აუ­დიო და ვი­დეოჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია და სხვა არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

5. ამ საქ­მე­ში შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის ძა­ლა­ში და­ტო­ვე­ბა­ზე მსჯე­ლო­ბი­სას სა­სა­მარ­თლომ იმა­ზე უფრო მა­ღა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბი­თი სტან­დარ­ტი გა­მო­ი­ყე­ნა, ვიდ­რე სხვა "ჩვე­უ­ლებ­რივ" საქ­მე­ებ­ში იყე­ნებს.

6. სა­სა­მარ­თლომ ჯერ და­ად­გი­ნა, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქტს და შემ­დეგ იმ­სჯე­ლა, ხე­დავ­და თუ არა ძა­ლა­დო­ბის გან­მე­ო­რე­ბის რის­კებს. ვი­ნა­ი­დან რის­კე­ბი და­ი­ნა­ხა, მან ძა­ლა­ში და­ტო­ვა შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბი.

7. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­სა­მარ­თლო ვერ და­ი­ნა­ხავ­და ძა­ლა­დო­ბის გან­მე­ო­რე­ბის რის­კებს, შე­ეძ­ლო შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის პი­რო­ბე­ბი შე­ეც­ვა­ლა, მა­გა­ლი­თად, შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა ვადა, და­ერ­თო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის აღ­დგე­ნის ნება და ა.შ. რაც არ გა­ა­კე­თა სა­სა­მარ­თლომ.

8. თუ მხა­რე ხე­დავს, რომ სა­სა­მართ­ლო იღებს უკა­ნო­ნო ან/და და­უ­სა­ბუ­თე­ბელ გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბას, შე­უძ­ლია ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­როს, რაც მხა­რემ არ გა­ა­კე­თა. ცხა­დია, გა­სა­ჩივ­რე­ბა მათი უფ­ლე­ბაა და არა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

9. შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბის გა­მო­ცე­მის შემ­დეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს და­ე­მა­ტა ძა­ლი­ან ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბის, მოწ­მე­ე­ბის და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ხით.

შე­ვე­ცა­დე შე­მა­კა­ვე­ბელ ორ­დე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­კი­თხვე­ბი შე­მე­ჯა­მე­ბი­ნა. აი, ამი­ტომ ვამ­ბობთ, რომ სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი და ამის შემ­დეგ და­ტო­ვა ძა­ლა­ში შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რე­ბი".

და­ვინ­ტე­რეს­დით, გაგ­ვე­გო, რა­ტომ არ­თმევს შვილს სახ­ლს სპორ­ტსმე­ნი და რა­ტომ არ უხ­დის ალი­მენტს? - ვე­სუბ­რე­ბით ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ ირმა ჭკა­დუ­ას.

- ქალ­ბა­ტო­ნო ირმა, ეპა­ტა­ჟურს უწო­დე­ბენ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის გა­მოს­ვლას ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი და ამ­ბო­ბენ, წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რია მას შვი­ლის­თვის ალი­მენ­ტი არ გა­და­უხ­დი­აო. რა­ტომ არ უხ­დის ალი­მენტს შვილს?

-
ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე და ბავ­შვი სრუ­ლად უზ­რუნ­ვე­ყო­ფი­ლნი არი­ან რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რად, ასე­ვე ეკო­ნო­მი­უ­რად. კონ­ტრაქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე მათ მი­ი­ღეს მი­ლი­ონ­ზე მე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბა, რაც მო­ი­ცავს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს და კო­მერ­ცი­ულ ფართს. ფარ­თი­დან ყო­ველ­თვი­უ­რად რამ­დე­ნი­მე ათა­სი ლარი აქვთ შე­მო­სა­ვა­ლი. ასე­ვე, 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში ცოლ­მა ნი­კას­გან საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხა მი­ი­ღო. თან­ხის და­სა­ხე­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ. მერ­წმუ­ნეთ, ის სრუ­ლად არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შვი­ლი­სად­მი, თუ რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლია და და­ნარ­ჩე­ნის შე­ფა­სე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მიგ­ვინ­დვია. ვინ არის გულ­წრფე­ლი და ვინ არის ყალ­ბი ამ ის­ტო­რი­ა­ში, ეს აშ­კა­რად ჩანს.

- რაც შე­ე­ხე­ბა ალი­მენტს, რა თან­ხის გა­დახ­და აქვს მას და­კის­რე­ბუ­ლი ალი­მენ­ტის სა­ხით და რა­ტომ არ იხ­დის?

- ალი­მენ­ტი ცალ­კე მას და­კის­რე­ბუ­ლი არ აქვს, ვი­ნა­ი­დან მათ შო­რის სა­კონ­ტრაქ­ტო სხვა პი­რო­ბე­ბი იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. რას ჰქვია ალი­მენ­ტი, როცა სხვა შე­მო­სავ­ლე­ბით ხარ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. მას ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ალი­მენ­ტიც გა­დახ­დი­ლი, ხოლო ამ­ჟა­მად ახა­ლი სარ­ჩე­ლით მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა და ითხოვს გარ­კვე­ულ ალი­მენტს.

- მა­ინც რა თან­ხა აქვს და­კის­რე­ბუ­ლი მას სა­სა­მარ­თლოს მიერ?

- სა­ერ­თოდ არ აქვს მას და­კის­რე­ბუ­ლი ალი­მენ­ტი სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან.

- ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი - ანა აბა­ში­ძე და ბაია პა­ტა­რა­ია წე­რენ, ბა­სი­ლაშ­ვი­ლი შვილს სახ­ლს არ­თმევ­სო. ამა­ზე რას იტყვით?

- მარ­თა­ლი გი­თხრათ, ვცდი­ლობ, სა­ერ­თოდ არ წა­ვი­კი­თხო აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტუ­სე­ბი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ისი­ნი არ ამ­ბო­ბენ სი­მარ­თლეს. ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ბავ­შვს აქვს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, სა­დაც ის ცხოვ­რობს და კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი, სა­ი­და­ნაც იღე­ბენ შე­მო­სავ­ლებს და არის სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

- ამ სახ­ლის წარ­თმე­ვა­ზე შე­ტა­ნი­ლია სა­ჩი­ვა­რი სა­სა­მარ­თლო­ში?

- არა, ეს ტყუ­ი­ლია, დო­რო­ყაშ­ვი­ლი და­მა­ტე­ბით ითხოვს კი­დევ სხვა სახ­ლს.

- ბაია პა­ტა­რა­ია წერს, მა­მას შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აკ­რძა­ლუ­ლი აქ­ვსო. რა­ტომ?

- ესეც არის ტყუ­ი­ლი, რომ მას აქვს სა­სა­მარ­თლო­თი აკ­რძა­ლუ­ლი შვილ­თან მი­ახ­ლოე­ბა და კო­მუ­ნი­კა­ცია. ყვე­ლამ გა­ი­გო, ვინ არის სი­ნამ­დვი­ლე­ში მარ­თა­ლი ამ ის­ტო­რი­ა­ში. იქ­ნებ და­ინ­ტე­რეს­დეთ, ვის ნა­ყიდ სახ­ლში ცხოვ­რობს ამ­ჟა­მად ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­ონ ლა­რამ­დეა.

- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­და­უ­ხა­და დე­კემ­ბერ­შიო. ეს იყო შვი­ლის­თვის გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა?

- ეს არის კონ­ტრაქ­ტის შე­დე­გად გა­დახ­დი­ლი თან­ხა.

- რა წე­რია კონ­ტრაქ­ტში?

- ამის თქმა არ შე­მიძ­ლია. ამ სა­კი­თხებ­ზეც ზო­გა­დად არა­ვის­თან გვი­სა­უბ­რია, რად­გან ნიკა ბა­სი­ლაშ­ვილს არ უნდა ეკო­ნო­მი­კურ თე­მებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ. ხე­დავთ, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი ყო­ველ­თვის აპე­ლი­რებ­დნენ, რომ ამ ის­ტო­რი­ა­ში ფი­ნან­სე­ბი არა­ფერ შუ­ა­ში იყო, მაგ­რამ მათი კო­მენ­ტა­რე­ბით ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდა, რა არის ამ ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ტყუ­ი­ლია, რომ სა­კუ­თარ შვილს სახ­ლს არ­თმევს. სახ­ლი, რო­მელ­შიც ცხოვ­რო­ბენ, ნიკა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის შე­ძე­ნი­ლია, სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს რე­მონ­ტი. ასე­ვე, ყო­ფილ ცოლს ჰყავს ავ­ტო­მან­ქა­ნა, მის­ცა კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თიც და საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს იქი­დან ყო­ველ­თვი­უ­რად. რაც შე­ე­ხე­ბა და­მა­ტე­ბით სახ­ლს, რო­მელ­საც ახლა დო­რო­ყაშ­ვი­ლი ითხოვს, იყო ამ სახლზე სა­უ­ბა­რი, სა­ჩუქ­რად უნდა გა­და­ე­ცა ბა­სი­ლაშ­ვილს კი­დევ ერთი სახ­ლი მის­თვის, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გამო მე­ო­რე სახ­ლის გა­და­ცე­მის სა­კი­თხი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. ეს დღე­ე­ბია ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­წო­დე­ბე­ბი ის­მის. ბა­ტონ ნი­კო­ლოზს მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა არ სურ­და, მაგ­რამ იმ აღ­ვი­რახ­სნი­ლი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კამ­პა­ნი­ის გამო, რო­მე­ლიც მის ის­ტო­რი­ულ გა­მარ­ჯვე­ბას მოჰ­ყვა, იძუ­ლე­ბუ­ლნი გავ­ხდით, გან­ცხა­დე­ბა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა.

ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი მას მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც მო­ძა­ლა­დეს. ეს ადას­ტუ­რებს, რომ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ თავს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს უწო­დე­ბენ, ცალ­სა­ხად არ­ღვე­ვენ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას და კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბებს, ვი­ნა­ი­დან არც ერთ სა­სა­მარ­თლოს არ და­უდ­გე­ნია, რომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი გახ­ლავთ მო­ძა­ლა­დე ან დამ­ნა­შა­ვე. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ყვე­ლა­ფერს ეს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი საგ­რან­ტო პროგ­რა­მე­ბის მი­სა­ღე­ბად იყე­ნე­ბენ. მინ­და, მივ­მარ­თო სა­ხალ­ხო დამ­ცველს, რომ და­იც­ვას მისი ქვეყ­ნის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, რომ­ლის მი­მარ­თაც ირ­ღვე­ვა უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია და არა­ერ­თხელ იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის ენა.

- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ ქარ­თუ­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი დო­ჰას ტურ­ნი­რი­დან ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მოხ­სნას მო­ი­თხოვ­დნე­ნო, თუმ­ცა დო­რო­ყაშ­ვი­ლის დაც­ვის მხა­რე აცხა­დებს, რომ თქვე­ნ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არის ცრუ და ემ­სა­ხუ­რე­ბა ერ­თი მხრივ ხალ­ხის მო­ტყუ­ე­ბას და სიც­რუ­ე­ში შეყ­ვა­ნას. არ­სე­ბობს ასე­თი დო­კუ­მენ­ტი მარ­თლა და ვინ ითხოვ­და კონ­კრე­ტუ­ლად ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ტურ­ნი­რი­დან მოხ­სნას?

- ამა­ზე მე გა­ვა­კე­თე კო­მენ­ტა­რი. უფრო მეტს ვერ გე­ტყვით. ად­ვო­კა­ტებს გვაქვს უფ­ლე­ბა, არ და­ვა­სა­ხე­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი, უფრო მეტი გა­რე­მო­ე­ბა. მე რაც მინ­დო­და და რაც და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, ის ვთქვი. ვინ რას უარ­ყოფს, ეს ერ­თია, მაგ­რამ სი­მარ­თლე სხვაა.

წყარო: ambebi

altნიკა, მადლობა! - ადამიანი, რომელმაც მეტოქეებზე, საკუთარ თავსა და ლაფის მსროლელებზე გაიმარჯვა

altგილოცავთ - ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი დამაჯერებლად მოიგო! [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 23 /
გთხოვთ ვინმემ მომაშავეთ 100,000
DAVE
17:28 16-03-2021
0
ადვოკატი არ ხარ შენ, დაინტერესებული მხარე და უვიცი ხარ
ავთოა
15:24 16-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული