ქსკ "მართვე" ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს სოლიდარობას უცხადებს

AutoSharing Option
ქალთა საფეხბურთო კლუბი "მართვე" ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს, ნეკა დოროყაშვილს "ფეისბუქის" გვერდით სოლიდარობას უცხადებს:

"ქსკ მართვეს ფეხბურთელებს გვსურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ ნეკა დოროყაშვილს და დავგმოთ ძალადობა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ დაადგინა ოჯახში ძალადობის ფაქტი და ამის შემდეგ დატოვა ძალაში შემაკავებელი ორდერები, მედიით მაინც ხდება მოძალადის რეპუტაციის აღდგენა მისი ჩემპიონატში გამარჯვების გამო.

ვთვლით, რომ არანაირი გამარჯვება და ტიტული არ შეიძლება გახდეს ძალადობის გადაფარვის და მოძალადის გამართლების საფუძველი. ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია, სპორტი დაცლილი იყოს ძალადობისგან და არსებობდეს მაღალი მგრძნობელობა ამ საკითხთან მიმართებაში.

სოლიდარობა
ყველა ქალს, ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა უსამართლობა!".

მკითხველის კომენტარები / 22 /
ბურთი გააგორე ერთი თუ ქალი ხარ და მიხედე საქმეს!!!!
ეს ნეკა ისედაც არ იჩაგრავს თავს და Არ სჭირდება თქვენი დაცვა!!!!
მომინდომეს სოლიდარობა!!!
თქვენც ხომ არ გინდათ ფულები დაცანცლოთ თქვენს ქმრებს?!
არ წაიღეს ტვინი?!!!
ნინია 29 წლის
19 მარტი 2021 12:18
1
მიდი რაა ბურთი გააგორეთ! სოლიდარობა არა კვატი. იმან მილიონი ჩაიჯიბა, თქვენ დახეული ბუცებით დარბიხართ, ალბათ ბაბუცა დაგპირდათ, ახლებს გიყიდითო
რაულ გონსალეს ბლანკო
17 მარტი 2021 21:26
1
ამ სპორტულ საიტებზე მაინც ნუღა წერთ ამ ყვითელ ამბებს. ესაა სპორტული საიტი. წერეთ სპორტზე. რამდენი ვიღაცა დედაკაცი რაღაცას იპრუტუნებს აქ კი არ უნდა დაგვიდოთ
16 მარტი 2021 15:41
2
ბოდიში, მაგრამ რომელმა სასამართლომ დაადგინა? რაღაც არ მახსოვს! გოგონებო! რა თქმა უნდა ძალადობა დასაგმობია, მაგრამ ეს დოლოყაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ამერიკელი ქალებისგან ისწავლა ცნობილი სპორტსმენებისგან ფულის გამოძალვა. იმედი მაქვს, როდესაც სიმართლე დადგინდება, ბასილაშვილს ბოდიშს მოუხდით. თქვენ კი წარმატებები ფეხბურთში.
alexandre
16 მარტი 2021 14:16
0
ნუ რახან ამ უძლიერესმა კლუბმა,რომელსაც მართლა ეთქმის მსოფლიო ქალთა ფეხბურთში სიტყვა,გამოუცხადა სოლიდარობა აშინ მორჩენილია ყველაფერი.წადი რა ივვარჯიშე ბიძია.თამაშით კაცის შვილი არ გიცნობთ და იქნებ ასე მაინც გავიკეთოთ პიარიო ალბათ იფიქრეს.სასაცილოები ხართ და ცოდოები.
კახა ქ.
16 მარტი 2021 14:06
0
რაის ფეხბურთელები ხართ...სად გამოსულხართ რა წარმატებას მიგიღწევიათ..რას უცხადებთ სოლიდარობას ფულის ყვლეფას?წადით ბიძია ბურთი აგორავეთ ნუ სხვას მაინც ვერ გაწაჩავთ მაინც..ჯერ რა ვთქვი ის სპორცმენი კოლეგა სპორცმენს რომ ასე მოექცევა....თქვენ არ იცით კოლეგიალობა მარაა საიდან აბა მაგისთვის სპორცმენი უნდა იყო თქვენ არ ხართ
Gio
16 მარტი 2021 12:37
1
ედუარდ სტრელცოვი ყველა დროის საუკეთესო რუსი ფეხბურთელი, მუნდიალის წინ ძალადობაზე დააპტიმრეს და 7 წ. იჯდა.
ჯაბა
16 მარტი 2021 12:03
23
ამათი აზრები ვის რაში აინტერესებს,თქვენ ის გვითხარით დღეს სად უნდა ვუყუროთ ნიკოლოზის თამაშს
ლევანი
16 მარტი 2021 10:39
1
სილქ სპორტზე გადის მთელი ტურნირი
!!!!!!
16 მარტი 2021 13:22
0
ესენი საიდანღა გამოხტნენ? თქვენც ეხლა "ფეხბურთის არწივები" არ იყოთ რა? დაეტიეთ სადაცა ხართ.
ნინი
16 მარტი 2021 10:09
1
რაო , ამერიკაში ლიბერალებმა დაიბრუნეს ძალაუფლება და დაფინანსების გაზრდის მიზნით , საქართველოში არსებული არასამთავრობო სექტორი , ყველაფერს ებღაუჭება ? თქვენი გაკეთებული საქმე მანახვა , გარდა იმ ხელფასებისა , რაზეც ზიხართ ამდენი წელია ?! არ გაგივათ საქართველოში , ეგ ამბავი და რაც უფრო ადრე შეეგუებით მაგ ამბავს , თქვენც დაისვენებთ და ქვეყანაც .
ATP 16
16 მარტი 2021 09:35
1

სიახლეები პოპულარული