ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ნოდარ ბასილაშვილი "TV პირველთან" საუბარში თავისი შვილისა და ნელი დოროყაშვილის სკანდალურ საქმეზე საუბრობს.
"წარმოიდგინეთ, რომ ნიკას თავზე ერთი დიდი სპექტაკლია. ახლა გაიმართება სასამართლო და ყველაფერი გაირკვევა. არ არსებობს, რომ ნიკამ ვინმეს ხელი დააკაროს.
პირიქით, იმ ქალბატონისგან უფრო მოსალოდნელია, რომ ჩემს შვილს შეეხოს და ნიკოლოზისგან ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ.
ბავშვთან დაკავშირებით ამ არასამთავრობოებს, რომლებიც თავს უფლებადამცველებად ასაღებენ, აბსოლუტურად კრიმინალური მიდგომა აქვთ.
ეს არის სიძულვილით მიდგომა და ნიკას ბავშვსაც არ აჩვენებენ. რატომ ვამბობ, რომ ეს სიძულვით მიდგომაა, იცით?!
წარმოგიდგენიათ,
ბავშვის 3 ვიდეო ჩაიწერეს, სადაც მას ალაპარაკებენ, რომ ბებია და ბაბუა თავში მირტყამენ და მცემენო და სულ კოშმარები მესიზმრებაო...", - ამბობს ნოდარ ბასილაშვილი.