ეკა ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ შეესწრო ფაქტს, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოწმე მასზე ფიზიკური ძალადობას არ ადასტურებს.
ეკა ფირცხალაიშვილის ჩვენებიდან:
- ვსაუბრობ ერთ კონკრეტულ ფაქტზე. ნიკა სამჯერ თუ მეყოლება ნანახი. მათი ურთიერთობის დეტალებში კარგად არ ვარ გარკვეული. სულ მეგონა, რომ შეხმატკბილებული და
საუკეთესო წყვილი იყო. ნეკა მის პრობლემებზე ჩვენთან არ საუბრობდა. მწირი ინფორმაცია მაქვს ბოლო პერიოდში დაძაბულობის შესახებაც. ბავშვი ორ წლამდე იქნებოდა, 2017 წლის პერიოდზეა საუბარი, ნიკოლოზი იყო საქართველოში. მათთან გავედი სტუმრად სახლში. ბავშვის დაძინების დრო რომ მოვიდა და ნეკამ შეიყვანა ოთახში, ბავშვი ჭირვეულობდა და არ იძინებდა.
ჩვენ მისაღებ ოთახში ვიყავით, მე, ნიკას ძმა და კიდევ ახლობელი. ვხმაურობდით. ნეკამ დაუძახა ნიკას და შეიყვანა ოთახში. მერე ნიკამ გვითხრა, რომ ჩუმად ვყოფილიყავით ან გადაგვენაცვლა სამზარეულოში, ქვემოთ ჩავსულიყავით. ამის შემდეგ სტუმრების ნაწილი წავიდა. ნიკა შევიდა ოთახში და ამ თემაზე დაიწყო მასთან სიტყვიერი შეურაცხყოფა. ბავშვი მიჩუმებული იყო ამ დროს უკვე და ის ისევ ატირდა. ნეკა ნიკას უხსნიდა, რომ მისი მიზანი არ იყო სტუმრების სახლიდან გაყრა. ნიკა ეუბნებოდა ნეკას, რომ აიძულა, სტუმრები წასულიყვნენ.
მეც სტუმარი ვიყავი, მაგრამ პირად შეურაცხყოფად ეს არ მიმიღია. ნიკა ძალიან გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან. არ ჩავერეოდი, თუმცა შევედი და ბავშვი გამოვიყვანე ოთახიდან. ოთახის კარი გამოვხურე. ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. ბავშვი სხვა ოთახში შევიყვანე და იქ ვაწყნარებდი. ისმოდა ყვირილის ხმა. იქიდან არ გამოვსულვარ. ამ ყველაფრის მერე როგორც მივხვდი, ნიკა წავიდა სახლიდან. ნეკა მერე შემოვიდა ჩემს ოთახში, აკანკალებული იყო. მანამდე თმა შეკრული ჰქონდა, ოთახში კი გაშლილი და მოუწესრიგებელი თმით შემოვიდა და მითხრა, რომ თავისი მშობლების სახლში წავსულიყავით.
ვთხოვე, რომ მასთან დავრჩებოდი. დავითანხმე დარჩენაზე. მახსოვს, ამბობდა, რომ მობრუნდეს, რა იქნებაო. მე თავში აზრად არ მომივიდოდა ძალადობა. იმ დღეს ჩემთვის არაფერი უთქვამს ნეკას. ერთადერთი, ვკითხე, ხშირად არის თუ არა მსგავსი ფაქტი. არ მიპასუხა იმ მომენტში. წამოვედი მეორე დღეს იქიდან და საღამოს რომ დავურეკე, მითხრა, ბოდიში მოვუხადეო. გამიკვირდა და ვუთხარი კიდეც. ეს არის ის ერთადერთი დღე, რასაც მე შევესწარი", – განაცხადა მოწმემ.
მას მხარეებმა კითხვები დაუსვეს და დაინტერესდნენ, ხომ არ მომხდარა ფიზიკური ძალადობა. მოწმემ განმარტა, რომ ფიზიკური ძალადობის ხმა არ გაუგია და ამას ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს, რომ იმ დღეს ბასილაშვილმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პროცესზე სხვა მოწმეების დაკითხვა არ მოხერხდა, რადგან ხარვეზი იყო დისტანციური სხდომის მიმდინარეობისას.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, დოროყაშვილის ბიძაშვილმა დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილზე არასდროს განხორციელებულა ძალადობა.
"მოწმემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ის არასდროს გამხდარა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილზე ძალადობის განხორციელების შემსწრე და აღნიშნული სახის ინფორმაცია არ სმენია არც ნელი დოროყაშვილისგან და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრისაგან. ისაუბრა ზოგადად იმ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც სცდება წარდგენილ ბრალდებას და ბრალად არ აქვს წაყენებული ნიკოლოზ ბასილაშვილს. ბრალდების მხარის სურვილი იყო, რომ აღნიშნული მოწმე დაკითხულიყო, მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ის ვერ საუბრობს და ცალსახად განმარტავს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან არასდროს განხორციელებულა ნელი დოროყაშვილზე ძალადობა", - ამბობს ადვოკატი.
როგორც ირკვევა, სასამართლო პროცესზე ბასილაშვილის შვილის დაკითხვა იგეგმება და მისი დაკითხვის დროს სხდომა დაიხურება. ბავშვი გამოძიებას ერთხელ ჰყავს დაკითხული. ამ დრომდე ადვოკატები პროკურატურას ბავშვის ხელმეორედ დაკითხვის უფლებას არ აძლევდნენ. რა ჩვენებას მისცემს ის სასამართლოს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
თამარ გაბოძე, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი:
- სასამართლო პროცესზე დაწყებულია მტკიცებულებების გამოკვლევა მოწმეების დაკითხვით. სასამართლო პროცესზე დაიკითხა დაზარალებულის ბიძაშვილი, რომელმაც დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გახდა ნელი დოროყაშვილის მიმართ ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის თვითმხილველი. აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდების მხარე ბრალდებულს არ ედავება ფიზიკურ ძალადობაში. აქ საუბარია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაზეც საკმაოდ დეტალურად ისაუბრა მოწმემ გუშინდელ სასამართლო პროცესზე.
არსებობს ძალადობის რამდენიმე ფორმა, რომლებიც დასჯადია სისხლის სამართლის კანონის შესაბამისად. ბრალდებულს ბრალი წარდგენილი აქვს ოჯახში განხორციელებულ როგორც ფიზიკური და ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის 5 ეპიზოდში. დიახ, მოწმემ ნამდვილად თქვა, რომ არ შესწრებია ფიზიკურ ძალადობას, თუმცა დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას ნიკოლოზ ბასილაშვილი მის ყოფილ მეუღლეს. მოწმე იყო სხვა ოთახში, თუმცა ესმოდა ნიკოლოზის ყვირილის და ნელის ტირილის ხმა. შემდეგ ნახა, როგორ გამოვიდა ტირილით განერვიულებული და აკანკალებული ნელი ოთახიდან, რის შემდეგაც მოწმე ცდილობდა მის დამშვიდებას.
მოწმემ ასევე განმარტა, რომ როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, იგი იყო სხვა ოთახში და ფიზიკურ ძალადობას რომ ჰქონოდა ადგილი, იგი ამას ვერ დაინახავდა. შესაბამისად, გუშინდელ სასამართლო პროცესზე მოწმემ ფიზიკური ძალადობა არც დაადასტურა და არც გამორიცხა. თუმცა, როგორც გითხარით, მოწმემ დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის ყოფილ მეუღლეს უყვიროდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
- ითქვა, რომ დაიკითხება პროცესზე მათი არასრულწლოვანი შვილი. თქვენ თანახმა ხართ? ნეკას ადვოკატები არ მიიჩნევდით საჭიროდ ბავშვის ხშირად დაკითხვას. როგორც ვიცით, ის მხოლოდ ერთხელაა დაკითხული...
- რაც შეხება ბავშვის დაკითხვას, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით უნდა მოხდეს ეს. შესაძლოა ბავშვმა მისცეს სასამართლოს ჩვენება, თუმცა ეს იქნება დახურულ სასამართლო სხდომაზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების სტანდარტების სრული დაცვით. როდის დაიკითხება, ამას ბრალდების მხარე განსაზღვრავს ბავშვის კანონიერ წარმომადგენელთან და ჩვენთან შეთანხმებით.
- ნელი დოროყაშვილი არ ესწრება პროცესებს. მისი დაკითხვა როდის მოხდება?
- ნელი დოროყაშვილი არ იღებს სასამართლო პროცესებში მონაწილეობას, ვიდრე არ მოხდება მისი დაკითხვა. სისხლის სამართლოს საპროცესო ნორმების შესაბამისად, მოწმის დაკითხვამდე უფლება არ აქვს, სასამართლო პროცესებში მიიღოს მონაწილეობა. სასამართლო პროცესზე დაზარალებული სარგებლობს მოწმის უფლება-მოვალეობებით. შესაბამისად, აღნიშნული წესი ვრცელდება დაზარალებულზეც. მტკიცებულებათა გამოკვლევის თანმიმდევრობას განსაზღვრავს მხარე, რომლის მტკიცებულების გამოკვლევაც უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, როდის მოხდება დაზარალებულის დაკითხვა სასამართლოში.
- მოსამართლემ მხარეებს მოგიწოდათ, პარალელური მართლმსაჯულება არ იყო მიზანშეწონილი. ამაზე რას იტყვით?
- ჩვენი ბრძოლა არის სამართლებრივი და ბუნებრივია, აღნიშნული უნდა განხორციელდეს სასამართლო დარბაზში მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის საფუძველზე. თუმცა ჩვენ წინააღმდეგ წამოსული ცრუ ბრალდებების გამო ჩვენ, ცხადია, გავაკეთეთ საპასუხო კომენტარები. ნამდვილად მოუწოდა მოსამართლემ ორივე მხარეს, ბრძოლა გაგვეგრძელებინა სამართლებრივ რეჟიმში და ეს ლოგიკურიც არის. ერთადერთი უწყება, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, არის სასამართლო. თუმცა სასამართლომ ასევე გააკეთა კომენტარი, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. მართლმსაჯულების პროცესში მონაწილე ორივე მხარე იბრძვის საკუთარი ინტერესებისთვის. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარეს ექნება დასაცავი პირის ინტერესების საწინააღმდეგო პოზიცია. თითოეული ადვოკატი ვალდებულია იმოქმედოს კლიენტის ინტერესების შესაბამისად, მათ შორის, საჯარო ინტერესებზე მაღლა დააყენოს კლიენტის ინტერესი.
ეს არის პირდაპირი ვალდებულება, როდესაც ადვოკატი ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას, თუმცა არის ფარგლები, რასაც არ უნდა გასცდეს ადვოკატი და საადვოკატო საქმიანობა განახორციელოს ადვოკატთა შესახებ პროფესიული ეთიკის სრული დაცვით. ჩვენ ვახორციელებთ დაზარალებულის ინტერესების დაცვას და გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნულმა საქმემ განხილვის სხვადასხვა ეტაპზე გადალახა დასაბუთებული ვარაუდის და ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტი. რომ არ ყოფილიყო ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა, არც ბრალის წარდგენა და გირაოს შეფარდება მოხდებოდა ბრალდებულისთვის და არც წინა სასამართლო სხდომის მოსამართლე გადასცემდა საქმეს არსებითად განსახილველად სასამართლოს. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება და როგორც მოგახსენეთ, საქმეში არსებობს საკმარისზე მეტი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს, რომ ნელი დოროყაშვილი ყოფილი მეუღლის მხრიდან წლების განმავლობაში განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.
ცნობილია, თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა ვერდიქტს გამოიტანს სასამართლო.

ბავშვი ვერ იძინებს სამზარეულოში გადით რავიცი არც ზრდილობაში და არც მენტალობაში არ ჯდება.
არ გავს ეს გოგო იმ ქალს ვინმეს თავი აცემინოს