"ნიკა გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან... ნეკას უთხრა, შენ აიძულეო" - რას იხსენებს დოროყაშვილის ნათესავი

AutoSharing Option
ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 30 მარტს, ბრალ­დე­ბის მოწ­მე­თა და­კი­თხვით გაგ­რძელ­დე­ბა. ჩოგ­ბურ­თელს არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლის თან­დას­წრე­ბით ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. 19 მარ­ტის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ჩვე­ნე­ბა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვილ­მა მის­ცა.

ეკა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ შე­ეს­წრო ფაქტს, რო­დე­საც ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა მე­უღ­ლეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა. მოწ­მე მას­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბას არ ადას­ტუ­რებს.

ეკა ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბი­დან:

- ვსა­უბ­რობ ერთ კონ­კრე­ტულ ფაქ­ტზე. ნიკა სამ­ჯერ თუ მე­ყო­ლე­ბა ნა­ნა­ხი. მათი ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ტა­ლებ­ში კარ­გად არ ვარ გარ­კვე­უ­ლი. სულ მე­გო­ნა, რომ შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი და
სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლი იყო. ნეკა მის პრობ­ლე­მებ­ზე ჩვენ­თან არ სა­უბ­რობ­და. მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს ბოლო პე­რი­ოდ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბის შე­სა­ხე­ბაც. ბავ­შვი ორ წლამ­დე იქ­ნე­ბო­და, 2017 წლის პე­რი­ოდ­ზეა სა­უ­ბა­რი, ნი­კო­ლო­ზი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათ­თან გა­ვე­დი სტუმ­რად სახ­ლში. ბავ­შვის და­ძი­ნე­ბის დრო რომ მო­ვი­და და ნე­კამ შე­იყ­ვა­ნა ოთახ­ში, ბავ­შვი ჭირ­ვე­უ­ლობ­და და არ იძი­ნებ­და.

ჩვენ მი­სა­ღებ ოთახ­ში ვი­ყა­ვით, მე, ნი­კას ძმა და კი­დევ ახ­ლო­ბე­ლი. ვხმა­უ­რობ­დით. ნე­კამ და­უ­ძა­ხა ნი­კას და შე­იყ­ვა­ნა ოთახ­ში. მერე ნი­კამ გვი­თხრა, რომ ჩუ­მად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით ან გა­დაგ­ვე­ნაც­ვლა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ქვე­მოთ ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით. ამის შემ­დეგ სტუმ­რე­ბის ნა­წი­ლი წა­ვი­და. ნიკა შე­ვი­და ოთახ­ში და ამ თე­მა­ზე და­ი­წყო მას­თან სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. ბავ­შვი მი­ჩუ­მე­ბუ­ლი იყო ამ დროს უკვე და ის ისევ ატირ­და. ნეკა ნი­კას უხ­სნი­და, რომ მისი მი­ზა­ნი არ იყო სტუმ­რე­ბის სახ­ლი­დან გაყ­რა. ნიკა ეუბ­ნე­ბო­და ნე­კას, რომ აი­ძუ­ლა, სტუმ­რე­ბი წა­სუ­ლიყ­ვნენ.

მეც სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფად ეს არ მი­მი­ღია. ნიკა ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ან­და, რომ მისი სტუმ­რე­ბი წა­ვიდ­ნენ სახ­ლი­დან. არ ჩა­ვე­რე­ო­დი, თუმ­ცა შე­ვე­დი და ბავ­შვი გა­მო­ვიყ­ვა­ნე ოთა­ხი­დან. ოთა­ხის კარი გა­მოვ­ხუ­რე. ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი თავი. ბავ­შვი სხვა ოთახ­ში შე­ვიყ­ვა­ნე და იქ ვა­წყნა­რებ­დი. ის­მო­და ყვი­რი­ლის ხმა. იქი­დან არ გა­მოვ­სულ­ვარ. ამ ყვე­ლაფ­რის მერე რო­გორც მივ­ხვდი, ნიკა წა­ვი­და სახ­ლი­დან. ნეკა მერე შე­მო­ვი­და ჩემს ოთახ­ში, აკან­კა­ლე­ბუ­ლი იყო. მა­ნამ­დე თმა შეკ­რუ­ლი ჰქონ­და, ოთახ­ში კი გაშ­ლი­ლი და მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი თმით შე­მო­ვი­და და მი­თხრა, რომ თა­ვი­სი მშობ­ლე­ბის სახ­ლში წავ­სუ­ლი­ყა­ვით.

ვთხო­ვე, რომ მას­თან დავ­რჩე­ბო­დი. და­ვი­თან­ხმე დარ­ჩე­ნა­ზე. მახ­სოვს, ამ­ბობ­და, რომ მობ­რუნ­დეს, რა იქ­ნე­ბაო. მე თავ­ში აზ­რად არ მო­მი­ვი­დო­და ძა­ლა­დო­ბა. იმ დღეს ჩემ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს ნე­კას. ერ­თა­დერ­თი, ვკი­თხე, ხში­რად არის თუ არა მსგავ­სი ფაქ­ტი. არ მი­პა­სუ­ხა იმ მო­მენ­ტში. წა­მო­ვე­დი მე­ო­რე დღეს იქი­დან და სა­ღა­მოს რომ და­ვუ­რე­კე, მი­თხრა, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დეო. გა­მიკ­ვირ­და და ვუ­თხა­რი კი­დეც. ეს არის ის ერ­თა­დერ­თი დღე, რა­საც მე შე­ვეს­წა­რი", – გა­ნა­ცხა­და მოწ­მემ.

მას მხა­რე­ებ­მა კი­თხვე­ბი და­უს­ვეს და და­ინ­ტე­რეს­დნენ, ხომ არ მომ­ხდა­რა ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა. მოწ­მემ გან­მარ­ტა, რომ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ხმა არ გა­უ­გია და ამას ვერც და­ა­დას­ტუ­რებს და ვერც უარ­ყოფს, რომ იმ დღეს ბა­სი­ლაშ­ვილ­მა მე­უღ­ლეს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

პრო­ცეს­ზე სხვა მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვა არ მო­ხერ­ხდა, რად­გან ხარ­ვე­ზი იყო დის­ტან­ცი­უ­რი სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას.

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ირმა ჭკა­დუ­ას თქმით, დო­რო­ყაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვილ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­ზე არას­დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა ძა­ლა­დო­ბა.

"მოწ­მემ ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­მარ­ტა, რომ ის არას­დროს გამ­ხდა­რა ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­სწრე და აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია არ სმე­ნია არც ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის­გან და არც მისი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი­სა­გან. ისა­უბ­რა ზო­გა­დად იმ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც სცდე­ბა წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას და ბრა­ლად არ აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს. ბრალ­დე­ბის მხა­რის სურ­ვი­ლი იყო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მოწ­მე და­კი­თხუ­ლი­ყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე ის ვერ სა­უბ­რობს და ცალ­სა­ხად გან­მარ­ტავს, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან არას­დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­ზე ძა­ლა­დო­ბა", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ბა­სი­ლაშ­ვი­ლის შვი­ლის და­კი­თხვა იგეგ­მე­ბა და მისი და­კი­თხვის დროს სხდო­მა და­ი­ხუ­რე­ბა. ბავ­შვი გა­მო­ძი­ე­ბას ერთხელ ჰყავს და­კი­თხუ­ლი. ამ დრომ­დე ად­ვო­კა­ტე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას ბავ­შვის ხელ­მე­ო­რედ და­კი­თხვის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. რა ჩვე­ნე­ბას მის­ცემს ის სა­სა­მარ­თლოს, მოგ­ვი­ანე­ბ­ით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

თა­მარ გა­ბო­ძე, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი:

- სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­წყე­ბუ­ლია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა მოწ­მე­ე­ბის და­კი­თხვით. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რო­გორ გახ­და ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის თვითმხილ­ვე­ლი. აღ­ნიშ­ნულ ეპი­ზოდ­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რე ბრალ­დე­ბულს არ ედა­ვე­ბა ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში. აქ სა­უ­ბა­რია ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ზე, რა­ზეც საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა მოწ­მემ გუ­შინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

არ­სე­ბობს ძა­ლა­დო­ბის რამ­დე­ნი­მე ფორ­მა, რო­მ­ლებიც დას­ჯა­დია სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად. ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს ოჯახ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რო­გორც ფი­ზი­კუ­რი და ასე­ვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის 5 ეპი­ზოდ­ში. დიახ, მოწ­მემ ნამ­დვი­ლად თქვა, რომ არ შეს­წრე­ბია ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას, თუმ­ცა დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა იმაზე, თუ რო­გორ აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს. მოწ­მე იყო სხვა ოთახ­ში, თუმ­ცა ეს­მო­და ნი­კო­ლო­ზის ყვი­რი­ლის და ნე­ლის ტი­რი­ლის ხმა. შემ­დეგ ნახა, რო­გორ გა­მო­ვი­და ტი­რი­ლით გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი და აკან­კა­ლე­ბუ­ლი ნელი ოთა­ხი­დან, რის შემ­დე­გაც მოწ­მე ცდი­ლობ­და მის დამ­შვი­დე­ბას.

მოწ­მემ ასე­ვე გან­მარ­ტა, რომ რო­დე­საც ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ნელი დო­რო­ყაშ­ვილს აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, იგი იყო სხვა ოთახ­ში და ფი­ზი­კუ­რ ძა­ლა­დო­ბას რომ ჰქო­ნო­და ად­გი­ლი, იგი ამას ვერ და­ი­ნა­ხავ­და. შე­სა­ბა­მი­სად, გუ­შინ­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მოწ­მემ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა არც და­ა­დას­ტუ­რა და არც გა­მო­რი­ცხა. თუმ­ცა, რო­გორც გი­თხა­რით, მოწ­მემ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი თავის ყო­ფილ მე­უღ­ლეს უყ­ვი­რო­და და აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას.

- ით­ქვა, რომ და­ი­კი­თხე­ბა პრო­ცეს­ზე მათი არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლი. თქვენ თა­ნახ­მა ხართ? ნე­კას ად­ვო­კა­ტე­ბი არ მი­იჩ­ნევ­დით სა­ჭი­როდ ბავ­შვის ხში­რად და­კი­თხვას. რო­გორც ვი­ცით, ის მხო­ლოდ ერთხე­ლაა და­კი­თხუ­ლი...

- რაც შე­ხე­ბა ბავ­შვის და­კი­თხვას, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით უნდა მოხ­დეს ეს. შე­საძ­ლოა ბავ­შვმა მის­ცეს სა­სა­მარ­თლოს ჩვე­ნე­ბა, თუმ­ცა ეს იქ­ნე­ბა და­ხუ­რულ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე, ბავ­შვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის სტან­დარ­ტე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. რო­დის და­ი­კი­თხე­ბა, ამას ბრალ­დე­ბის მხა­რე გან­სა­ზღვრავს ბავ­შვის კა­ნო­ნი­ერ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან და ჩვენ­თან შე­თან­ხმე­ბით.

- ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი არ ეს­წრე­ბა პრო­ცე­სებს. მისი და­კი­თხვა რო­დის მოხ­დე­ბა?

- ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი არ იღებს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ვიდ­რე არ მოხ­დე­ბა მისი და­კი­თხვა. სის­ხლის სა­მარ­თლოს საპ­რო­ცე­სო ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მოწ­მის და­კი­თხვამ­დე უფ­ლე­ბა არ აქვს, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ში მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი სარ­გებ­ლობს მოწ­მის უფ­ლე­ბა-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი წესი ვრცელ­დე­ბა და­ზა­რა­ლე­ბულ­ზეც. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­მოკ­ვლე­ვის თან­მიმ­დევ­რო­ბას გან­სა­ზღვრავს მხა­რე, რომ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­მოკ­ვლე­ვაც უნდა მოხ­დეს. ამ ეტაპ­ზე არ არის ცნო­ბი­ლი, რო­დის მოხ­დე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის და­კი­თხვა სა­სა­მარ­თლო­ში.

- მო­სა­მარ­თლემ მხა­რე­ებს მო­გი­წო­დათ, პა­რა­ლე­ლუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა არ იყო მი­ზან­შე­წო­ნი­ლი. ამა­ზე რას იტყვით?

- ჩვე­ნი ბრძო­ლა არის სა­მარ­თლებ­რი­ვი და ბუ­ნებ­რი­ვია, აღ­ნიშ­ნუ­ლი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში მხა­რე­თა შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბის და თა­ნას­წო­რო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. თუმ­ცა ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ წა­მო­სუ­ლი ცრუ ბრალ­დე­ბე­ბის გამო ჩვენ, ცხა­დია, გა­ვა­კე­თეთ სა­პა­სუ­ხო კო­მენ­ტა­რე­ბი. ნამ­დვი­ლად მო­უ­წო­და მო­სა­მარ­თლემ ორი­ვე მხა­რეს, ბრძო­ლა გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა სა­მარ­თლებ­რივ რე­ჟიმ­ში და ეს ლო­გი­კუ­რიც არის. ერ­თა­დერ­თი უწყე­ბა, რო­მელ­იც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, არის სა­სა­მარ­თლო. თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა ჰქონ­დეს ინ­ფორ­მა­ცია ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე ორი­ვე მხა­რე იბ­რძვის სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის. ჩვენ არ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ დაც­ვის მხა­რეს ექ­ნე­ბა და­სა­ცა­ვი პი­რის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცია. თი­თო­ე­უ­ლი ად­ვო­კა­ტი ვალ­დე­ბუ­ლია იმოქ­მე­დოს კლი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მათ შო­რის, სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სებ­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნოს კლი­ენ­ტის ინ­ტე­რე­სი.

ეს არის პირ­და­პი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­დე­საც ად­ვო­კა­ტი ახორ­ცი­ე­ლებს სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას, თუმ­ცა არის ფარ­გლე­ბი, რა­საც არ უნდა გასც­დეს ად­ვო­კა­ტი და სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ად­ვო­კატ­თა შე­სა­ხებ პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კის სრუ­ლი დაც­ვით. ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას და გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ სა­სა­მარ­თლო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ი­ღებს გა­მამ­ტყუ­ნე­ბელ გა­ნა­ჩენს. აღ­ნიშ­ნულმა საქ­მემ გან­ხილ­ვის სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე გა­და­ლა­ხა და­სა­ბუ­თე­ბული ვა­რა­უ­დის და ალ­ბა­თო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სტან­დარ­ტი. რომ არ ყო­ფი­ლი­ყო ფაქ­ტე­ბის და ინ­ფორ­მა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ო­ბა, არც ბრა­ლის წარ­დგე­ნა და გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა მოხ­დე­ბო­და ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის და არც წინა სა­სა­მარ­თლო სხდო­მის მო­სა­მარ­თლე გა­დას­ცემ­და საქ­მეს არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­სა­მარ­თლოს. საქ­მის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვის ეტაპ­ზე გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­სა­ტა­ნად სა­ჭი­როა მი­ნი­მუმ ორი პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა და რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, საქ­მე­ში არ­სე­ბობს საკ­მა­რის­ზე მეტი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მ­ლებიც ადას­ტუ­რებს, რომ ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მხრი­დან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნიც­დი­და ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბას.

ცნო­ბი­ლია, თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი და რა ვერ­დიქტს გა­მო­ი­ტანს სა­სა­მარ­თლო.


მკითხველის კომენტარები / 4 /
Tavi dagvanebet ra!!! Am ojaxis ambebi ar gvainteresebs!!!
1
ბოდვა. თუ გამოვიდა და სტუმრები თავად დაითხოვა მერე კონფლიქტში ამის გამო შესვლა?
ბავშვი ვერ იძინებს სამზარეულოში გადით რავიცი არც ზრდილობაში და არც მენტალობაში არ ჯდება.
არ გავს ეს გოგო იმ ქალს ვინმეს თავი აცემინოს
daviti
16:01 22-03-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული