მოდელი, რომელსაც ლეგენდარული ჩოგბურთელის შეცდენაში ასტრონომიული თანხა შესთავაზეს

AutoSharing Option
სერბმა მოდელმა ნატალია სეკიჩმა "მარკასთან" საუბარში განაცხადა, რომ ლეგენდარულ ჩოგბურთელთან ფლირტისა და ვიდეოს გადაღების სანაცვლოდ 60 000 ევრო შესთავაზეს. "მე მოდელი ვარ. როდესაც მათ შეხვედრა მთხოვეს, თავდაპირველად ბიზნესშეხვედრა მეგონა. როდესაც მითხრეს, რომ ნოვაკი უნდა მეცდუნებინა, ვიფიქრე, ფარული კამერაა-მეთქი.

მათ მითხრეს, რომ მივიღებდი 60 000 ევროს და სამოგზაურო ტურს. თავდაპირველად გამეცინა, რადგან მოველოდი, რომ ეს ხუმრობა გახლდათ, თუმცა იმ კაცს სახის გამომეტყველება არ ეცვლებოდა. მითხრეს, რომ ნოვაკი ინტიმურ ადგილზე უნდა დამეპატიჟა და პარალელურად ფარულად ვიდეო გადამეღო" - განაცხადა ნატალიამ.

ჯოკოვიჩი 34
წლისაა და საკმაოდ დიდი ხანია მეუღლე ელენასთან ერთად ცხოვრობს. მათ 2 შვილი, სტეფანი და ტარა ჰყავთ. 20-გზის გრანდ სლემის გამარჯვებულისთვის მეუღლის ღალატის დაბრალება უნდოდათ, თუმცა არ გამოუვიდათ.

წყარო: thesun



altნოვაკ ჯოკოვიჩმა Australian Open მე-9-დ მოიგო


მკითხველის კომენტარები / 9 /
"მე პირველ რიგში ვარ ქრისტიანი და შემდეგ სპორტსმენი." ეს ნოლეს სიტყვებია.. ასე რომ არც ისე მარტივია მისი ოჯახის დანგრევა
2
გოგი წულაიამ იამაყოს! თურმე მას კი არა ჯოკოვიჩსაც უჩალიჩებენ მსგავს რაღაცებს. განსხვავება ისაა, რომ იქ ქალმა არ იკადრა, აქ - კი და გოგიც ადვილად წამოეგო ანკესზე. ისე, ჩემო გოგი, რა პოლიტიკოსი ხარ, ასე მარტივად თუ ჩაიჭრები. არ გერჩივნა დატეულიყავი შენს ტყავში და არ გეტლიკინა ამდენი?! იცოდე, პოლიტიკოსობა მხოლოდ ტლიკინი როდია, საქმეა, ძმაო, მთავარი, საქმე!
დევნილი კოლხი
18:12 23-03-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული