მოდელი, რომელსაც ლეგენდარული ჩოგბურთელის შეცდენაში ასტრონომიული თანხა შესთავაზეს

AutoSharing Option
სერბმა მოდელმა ნატალია სეკიჩმა "მარკასთან" საუბარში განაცხადა, რომ ლეგენდარულ ჩოგბურთელთან ფლირტისა და ვიდეოს გადაღების სანაცვლოდ 60 000 ევრო შესთავაზეს. "მე მოდელი ვარ. როდესაც მათ შეხვედრა მთხოვეს, თავდაპირველად ბიზნესშეხვედრა მეგონა. როდესაც მითხრეს, რომ ნოვაკი უნდა მეცდუნებინა, ვიფიქრე, ფარული კამერაა-მეთქი.

მათ მითხრეს, რომ მივიღებდი 60 000 ევროს და სამოგზაურო ტურს. თავდაპირველად გამეცინა, რადგან მოველოდი, რომ ეს ხუმრობა გახლდათ, თუმცა იმ კაცს სახის გამომეტყველება არ ეცვლებოდა. მითხრეს, რომ ნოვაკი ინტიმურ ადგილზე უნდა დამეპატიჟა და პარალელურად ფარულად ვიდეო გადამეღო" - განაცხადა ნატალიამ.

ჯოკოვიჩი 34
წლისაა და საკმაოდ დიდი ხანია მეუღლე ელენასთან ერთად ცხოვრობს. მათ 2 შვილი, სტეფანი და ტარა ჰყავთ. 20-გზის გრანდ სლემის გამარჯვებულისთვის მეუღლის ღალატის დაბრალება უნდოდათ, თუმცა არ გამოუვიდათ.

წყარო: thesun



altნოვაკ ჯოკოვიჩმა Australian Open მე-9-დ მოიგო


მკითხველის კომენტარები / 9 /
ჯოკოვიჩი ნამდვილი ქრისტიანია და ძნელია მისი შეცდენა.
ლუკა
07:50 07-08-2021
0
20-გზის, სულ მალე რეკორდსმენი გახდება. ნატალიას კი იმედია ჩემთან გამოუვა
llcl
17:41 17-07-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული