"ეს ყველაფერი მის ბრალეულობას ამტკიცებს..." - ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

AutoSharing Option
"შაბათის ფორმულამ" ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლესთან, ნეკა დოროყაშვილთან, ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც დოროყაშვილი კონფლიქტის დეტალებს ჰყვება. მისი თქმით, ყოფილი მეუღლე მასზე პერმანენტულად ძალადობდა.

"მე დავშორდი იმიტომ, რომ ძალადობას ვეღარ მოვითმენდი. ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი ჩვენი თანაცხოვრების დროსაც და გაშორების შემდეგ პირველად ძალადობას ჰქონდა ადგილი 2020 წლი 21 მაისს", - აღნიშნავს ნეკა.

მისი თქმით, ხელთ აქვს ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რითიც ყოფილი ქმრის ძალადობას დაამტკიცებს.

„ხელთ მაქვს მის მიერ გამოგზავნილი მესიჯები, აუდიოშეტყობინებები, ასევე, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, როცა მქონდა არც ისე მსუბუქი დაზიანება და
სისხლნაჟონი მქონდა. ეს ყველაფერი ამტკიცებს მის ბრალეულობას", - ამბობს დოროყაშვილი.

მისივე თქმით, ყოფილ მეუღლეს და მის ოჯახს ნეკას მიმართ კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ.

„ნიკას და მისი ოჯახის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ დამენებებინა სამსახურისთვის თავი და არც მაგისტრატურაზე ჩამებარებინა. მე დავანებე ყველაფერს თავი, დავკარგე ჩემი ცხოვრება და გადავერთე მის კარიერაზე, ანუ მისი კარიერა გახდა ჩემი კარიერა" - აღნიშნავს ნეკა დოროყაშვილი „შაბათის ფორმულასთან" საუბრისას.

MARAO

მკითხველის კომენტარები / 18 /
... იქნებ ვინმემ იცოდეთ , ეს ნიკას ცოლობამდე სად ცხოვრობდა, სად სწავლობდა, მშობლები ვინ არიან???!!! იმიტომ, რომ ამ არსების ისტორია იწყება გათხოვების შემდეგ!!! მანამდე???!!! ნიკას მშობლებსაც და ძმასაც ვიცნობთ, როგორც სიმპატიურ და წესიერ ადამიანებს!!!
დათო
04 აპრილი 2021 15:55
12
რის მაგისტრტურაზე უნდა ჩაებარებინე მი ცემ ის თუ აფერისტობის?!უნახავმა რა ნახაო ზედ გამოჭრილია
გულშემატკივარი
04 აპრილი 2021 22:22
2
არ გამოვრიცხავ რომ ძალადობდა,რასაც ვგმობ მაგრამ ნიკოლოზი ძალიან წყნარი პიროვნება ჩანს და ეს იგრძნობა თამაშის დროს კრიტიკულ სიტუაციებში.მე ვფიქრობ მეუღლეს ძალიან მწარე ენა აქვს და წყობილებიდან გამოჰყავს ნიკა ან რატომ მივიდა ნიკასთან თუ პროვოკაცია არ უნდოდა?ყველა ვარიანტში ბავშვი ორივეს საკუთრებაა და ეს სიხარული არცერთს არ უნდა წავართვათ.

ლექსო
04 აპრილი 2021 13:49
8
მასში, ტიპიურ მონადირეს ვხედავ.მგონია,ჰოლივუდის ფილმის გმირი ჰგონია თავი.თავისი მაგისტრატურით,თვეში რამდენი უნდა ეშოვა?ნიკამ კი,ამდენი რამე,შემოსავლის საკმაოდ დიდ წყაროსთან ერთად გადაუფორმა და კიდევ გაღმა ედავება.გააგრძელოს სწავლა,აიღოს მაგისტრის წოდება და შეეშვას,ნიკას.
სოსო
04 აპრილი 2021 13:06
10
მრავალწლიანი თანაცხოვრების მანძილზე პირველად 2020 იძალადაო?!... ეგრე არ ხდება, მოძალადე პირველივე დღიდან მოძალადეა...
ვოოტ
05 აპრილი 2021 09:53
4
ნუ შეგვაწუხეთ რა შენ და ბაიამ, თუ რამე მტკიცებულება გაქვს მიდი და წარადგინე სასამართლოში და ნუ წაიღეთ ამ ჭორაობით ტვინი...
!!!
05 აპრილი 2021 09:52
3
ნიკოლოზი არ კადრულობს იმას რასაც ეს ქალი(შვილი ყავს ამ ქალისგან, სხვა ყველაფერს თავი რო დაანებო). ამ ქალის გამოხტომები მარწმუნებს ნიკოლოზ ბასილაშვილის სიმართლეში:))
ბექა
05 აპრილი 2021 13:52
2
მაგისტრატურაში არავინ მიგიღებდა. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ არ იცი რას ნიშნავს სიტყვა პერმანენტურად. "ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი ჩვენი თანაცხოვრების დროსაც და გაშორების შემდეგ. პირველად ძალადობას ჰქონდა ადგილი 2020 წლი 21 მაისს". და როდის გაშორდით? 2020 წლის 21 მაისის მერე? როგორც ვხვდები, უფრო ადრე. ამ დროს წერ, რომ პირველად 21.05.2020 ში იძალადა. რაღაც ვერ ემთხვევა შენი ნალაპარაკები. ა?! რას იტყვი?
alexandre
05 აპრილი 2021 16:02
8
ნიკა ძმაო! ვის გადაეკიდე ამ გადარეულს? რომ არც ისვენებს? საბოლოოდ ვრწმუნდები, ნიკა რა დღეში ეყოლებოდა ამ აფთარს. ნიკა არ ჩანს ისეთი ადამიანი, რომ ვინმეზე იძალადოს. შენ დოროყაევო! ისეთი ტიპი სჩანხარ, რომ ნებისმიერს გამოიწვევ და გააგიჟებ. შეეშვი ნიკას სანამ დროა, თორემ შენივე საქციელით საისჯები, თორემ მერე აღარც ბაია გიშველის და აღარც ბაბუცები.
გიო
06 აპრილი 2021 12:19
4
გაუშრო რა ამან სისხლი ჩვენ ნიკას, და მერე ისე იქცევა, რაღაც სასიზღრობაა! თუ ასეთი ცუდია ნიკა, რად გინდა მისი ფული? შვილს კი ეს ბიჭი თვითონ მიხედავს! უბრალოდ შური, და შვილის სახელით გინდა შენ თვითონ იცხოვრო ლამაზად! აბრალებ რაღაც რაღაცეებს, და შენ საზიზღრობაზე როდის ილიპარაკებ? ეგებ შენ თვითონ ხარ უზრდელი და ამიტომ დაგშორდა ნიკა?
Geo
05 აპრილი 2021 12:04
2
ფუ რა ცუდი ქალია ეს!
manana
05 აპრილი 2021 12:36
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული