"ეს ყველაფერი მის ბრალეულობას ამტკიცებს..." - ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

AutoSharing Option
"შაბათის ფორმულამ" ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლესთან, ნეკა დოროყაშვილთან, ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც დოროყაშვილი კონფლიქტის დეტალებს ჰყვება. მისი თქმით, ყოფილი მეუღლე მასზე პერმანენტულად ძალადობდა.

"მე დავშორდი იმიტომ, რომ ძალადობას ვეღარ მოვითმენდი. ძალადობას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი ჩვენი თანაცხოვრების დროსაც და გაშორების შემდეგ პირველად ძალადობას ჰქონდა ადგილი 2020 წლი 21 მაისს", - აღნიშნავს ნეკა.

მისი თქმით, ხელთ აქვს ვიდეო და აუდიოჩანაწერები, რითიც ყოფილი ქმრის ძალადობას დაამტკიცებს.

„ხელთ მაქვს მის მიერ გამოგზავნილი მესიჯები, აუდიოშეტყობინებები, ასევე, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, როცა მქონდა არც ისე მსუბუქი დაზიანება და
სისხლნაჟონი მქონდა. ეს ყველაფერი ამტკიცებს მის ბრალეულობას", - ამბობს დოროყაშვილი.

მისივე თქმით, ყოფილ მეუღლეს და მის ოჯახს ნეკას მიმართ კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ.

„ნიკას და მისი ოჯახის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ დამენებებინა სამსახურისთვის თავი და არც მაგისტრატურაზე ჩამებარებინა. მე დავანებე ყველაფერს თავი, დავკარგე ჩემი ცხოვრება და გადავერთე მის კარიერაზე, ანუ მისი კარიერა გახდა ჩემი კარიერა" - აღნიშნავს ნეკა დოროყაშვილი „შაბათის ფორმულასთან" საუბრისას.

MARAO

მკითხველის კომენტარები / 18 /
... იქნებ ვინმემ იცოდეთ , ეს ნიკას ცოლობამდე სად ცხოვრობდა, სად სწავლობდა, მშობლები ვინ არიან???!!! იმიტომ, რომ ამ არსების ისტორია იწყება გათხოვების შემდეგ!!! მანამდე???!!! ნიკას მშობლებსაც და ძმასაც ვიცნობთ, როგორც სიმპატიურ და წესიერ ადამიანებს!!!
დათო
15:55 04-04-2021
12
არ გამოვრიცხავ რომ ძალადობდა,რასაც ვგმობ მაგრამ ნიკოლოზი ძალიან წყნარი პიროვნება ჩანს და ეს იგრძნობა თამაშის დროს კრიტიკულ სიტუაციებში.მე ვფიქრობ მეუღლეს ძალიან მწარე ენა აქვს და წყობილებიდან გამოჰყავს ნიკა ან რატომ მივიდა ნიკასთან თუ პროვოკაცია არ უნდოდა?ყველა ვარიანტში ბავშვი ორივეს საკუთრებაა და ეს სიხარული არცერთს არ უნდა წავართვათ.

ლექსო
13:49 04-04-2021
8

სიახლეები პოპულარული