ცნობილი გახდა, რომ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სასამართლოში კიდევ ერთი, დამაზუსტებელი სარჩელი შევიდა.

სარჩელის ავტორი მისი ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილია. 25 მარტით დათარიღებულ სასარჩელო მოთხოვნაში დოროყაშვილი ჩოგბურთელისთვის ალიმენტის სახით სოლიდური თანხის დაკისრებას მოითხოვს.

ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, "რუსთავი 2" სარჩელის დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებს, თუმცა გეტყვით, რომ საუბარია წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარზე, რომელიც, სარჩელის მიხედვით, ბავშვის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

სარჩელში დეტალურად არის აღწერილი მცირეწლოვნის ყოველთვიური საჭიროებები, რაც მოიცავს მის განათლებას, დასვენებას, შოპინგს, ძიძის, ასევე, მძღოლის მომსახურებას და სხვ.

ნელი დოროყაშვილის ადვოკატი იამზე მარიამიძე “რუსთავი 2“-თან ადასტურებს, რომ სასამართლოში მორიგი სარჩელი ნამდვილად შესულია, თუმცა ეს არის არა ახალი, არამედ დამაზუსტებელი სასარჩელო მოთხოვნა.

"პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ არანაირი ახალი სარჩელი არ არსებობს. უკვე ერთი წელია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია ორი სარჩელი, ლუკას ბასილაშვილის ჩუქების ხელშეკრულების აღიარების შესახებ და ნელი დოროყაშვილის სარჩელი - ლუკას ბასილაშვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

მიმდინარე წლის მარტში შევიტანეთ დაზუსტებული სარჩელები (და არა ახალი) ამ ორ საქმეზე.

ალიმენტის საქმეზე დაზუსტებული სარჩელით შემცირდა მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა, სადაც საუბარია ბავშვის ხარჯების ნახევრის დაფარვაზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან. უცნაური გარემოებაა, როდესაც მხოლოდ 1 მშობელი ფარავს ბავშვის მთლიან ხარჯებს, ამ შემთხვევაში დედა ნელი დოროყაშვილი, ხოლო მამა, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ფაქტობრივად, უარს აცხადებს ბავშვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და გამოდის, რომ სურს ბავშვის ცხოვრების ხარისხის გაუარესება და მხოლოდ მინიმალური, ყველაზე ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილება. რეალურად ნელი დოროყაშვილი ითხოვს საერთო შვილის ხარჯების შუაზე გაყოფას, ხოლო მოპასუხე მხარე ამას სადავოს ხდის. ესე იგი, თუ დედა შვილს ყველაფერს უკეთებს და არაფერს აკლებს, მამამ ყველა პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნას ბავშვზე?!

სასამართლოში წარვადგინეთ ამ მოთხოვნის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება, მათ შორის, იმისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 2020 წლის მარტიდან საერთოდ არანაირი თანხა არ აქვს შვილის სასარგებლოდ გადახდილი. წელიწადზე მეტია საერთოდ არ დაინტერესებულა შვილის ცხოვრების ხარისხით ბატონი ნიკოლოზი," - ამბობს ნელი დოროყაშვილის ადვოკატი.

რაც შეეხება ნელი დოროყაშვილის მიერ მიღებულ ქონებას, ცნობილია, რომ განქორწინების შემდეგ ჩოგბურთელის მეუღლემ სოლიდური უძრავი ქონება მიიღო. მათ შორისაა საცხოვრებელი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე და კომერციული ფართი გოგებაშვილის ქუჩაზე.

ამ საკითხზე ნელი დოროყაშვილის ადვოკატი განმარტავს:

"სინამდვილეს არ შეესაბამება (სამართლიანობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) კომენტარები იმის თაობაზე, რომ ნელი დოროყაშვილმა მიიღო 3 მილიონამდე ღირებულების ქონება და დამატებითი თანხების მოთხოვნა არაადეკვატურია.

ჯერ ერთი, ქონებრივი დავის დროს საქმეში არ ყოფილა აუდიტის დასკვნა და დაზუსტებით ცნობილი ვერ იქნება, რა ღირებულების ქონებაზე იყო დავა.

მეორე, ქონებრივ დავაში სადავო იყო 11 უძრავი ქონება და აქედან ნელი დოროყაშვილი დათანხმდა ერთ ბინას და ერთ კომერციულ ფართს. მისი ეს გადაწყვეტილება განაპირობა სამედიატორო შეთანხმებით ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ვალდებულების აღებამ, რომ შვილს აჩუქებდა ერთ ბინას და მისი საჭიროებისათვის ყველა ხარჯს გაიღებდა სპეციალურად მითითებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით. არც ერთი ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის. ნელი დოროყაშვილი არც ელოდა, რომ ნიკოლოზი ამ მინიმალურ პირობებს არ შეასრულებდა. ფაქტობრივად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოტყუებული დატოვა თავისი შვილიც და ყოფილი მეუღლეც.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი - დღეისათვის განსახილველ არცერთ დავაში ნელი დოროყაშვილი თავისთვის არაფერს ითხოვს.

ერთ საქმეში ბავშვის საკუთრებაში ბინის გადაცემაზეა დავა, მეორეში - ბავშვისთვის ალიმენტის გადახდაზე.

ნათელია ალბათ, რომ ამჟამად განსახილველ საქმეებში ნელი დოროყაშვილზე აქცენტის გაკეთება, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია და მხარეთა შორის არსებული სიტუაციის მიმართ საზოგადოების სუბიექტურ განწყობას ემსახურება", - ამბობს ადვოკატი იამზე მარიამიძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში პარალელურად მიმდინარეობს ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა.

ბრალდების თანახმად, 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

წყარო: rustavi2

MARI XUANA
ლამაზი მონსტრი
ალმასხანი
სამარცხვინო ქალის სამარცხვინო ქცევა. ამის შემდეგ ამ ქალს ქუჩაში გასვლის ნეტავი არ რცხვენია? რას არ იკადრებს ადამიანი როცა უსიდისო და ფულის ღორი ხდება. უნახავმა რა ნახაო ამ დედაკაცზეა ნათქვამი.
alexandre
ცოლძმა და მეგობრები მყავს უცოლო. სულ რომ ვეჩხუბებოდი, ეხლა აქეთ მიტევენ - ბასილაშვილს ცოლისნაირი რომ შემხვდეს, მერე შენ ვერ გადამირჩებიო. აი ასე დამიყუპა უცოლო მეგობრები ამ ნეკამ...
Tamo
წელიწადში 100 000 ლარი:D ანუ ბავშვის ხარჯი თვეში 8350 ლარამდე გამოდის. და ეგარის კიდევ მინიმალური მოთხოვნილებები რაც ბავშვს სჭირდება? ნუ შეაძულებთ თავს საბოლოოდ ხალხს. ადეკვატური მოთხოვნილებები უნდა გქონდეს ადამიანს და დაგიკმაყოფილდება. მარაზმია პირდაპირ.. გულისამრევი რას კადრულობს ხალხი ფულის გულისთვის.
ირწკლი
თვალებზე ეტყობა რა გაუმაძხარია დროზე მიჩინეთ ანას თავის ადგიკი თორე არ მოშვება ეს უნამუსო გოგო გაუმაძხარი
დათო
... იქნებ ვინმემ იცოდეთ , ეს არსება ნიკას ცოლობამდე სად ცხოვრობდა, თბილისელია???!!! თუ არა რომელი სოფლიდანაა???!!!სად სწავლობდა, მშობლები ვინ არიან???!!! იმიტომ, რომ ამ არსების ისტორია იწყება გათხოვების შემდეგ!!! მანამდე???!!! მისგან განსხვავებით, ნიკას მშობლებსაც და ძმასაც ვიცნობთ, როგორც სიმპატიურ და წესიერ ადამიანებს!!!
ლევანი
ძველების ნათქვამია, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო! ჯობია მარტო იყო მთელი ცხოვრება ვიდრე ასეთი შეირთო ცოლად.
ჰაიაბუსა
მოსამართლეს ვინც ამ სარჩელს დააკმაყოფილებს ესეთი ეყოლოს სახლში,რძლადაც და შვილადაც!!!!
მაკა
ეს იმისთანა ჩანს, იქეთ იძალადებს ვიზეც გინდა, აბა, ამისთანას ხმა გაეცი, გადაგყლაპავს.ამიტომ ,კაცებო, კარგად დაფიქრდით ვინ შეგყავთ სახლში!!!
Zvio
Potozec etyoba ra sulis aris eg gogo, mxolod vigodaa mis sulshi
gaga
ნიკა ეგ რამ მოგაყვანინა ცოლად რა ბოროტი თვალები აქვს.
Givi
ეს გოგო ჩემი კლასელი იყო, ბავშობიდან იცოდა რა უნდოდა ცხოვრებისგან. სულ იმას ამბობდა პრინცს უნდა გავყვე ცოლად და ბევრი ფული მქონდესო.
მე არ ვარ რობოტი
ინსტაგრამზე პოსტებისთვის დრო ხო ჭირდება
ლელა
წლიური ალიმენტი 100 000 ლარი?!
დათო
... ატპ 250 სარდინია, დღეს დაიწყო , ნიკა მეორე წრიდან იწყებს!!!
vaaa!
თუ ძმა ხარ, რა ტურნირზე ამბობ?
giorgi janikashvili
ამ გაუმაძღარ ქალს იქნებ ვინმემ შეაგნებინოს,რომ სპორტსმენების აქტიურ სპორტში მონაწილეობა არ არის მუდმივი და უსასრულო.ნიკოლოზის კმაყოფაზე ძუძუს გოჭივით ჩამოკიდება კი ა მ ო რ ა ლ უ რ ი ა !
თბილისი
ბავშვს მამას იმისთვის ართმევს რომ ძიძას გააზრდევინოს და თანაც მამის ფულებით..... მოსამართლეს თავში ჩალა უყრია?
აბე
გაუმაძღარი. ამ შესანიშნავ სპორტსმენს და ადამიანს, არ მოეშვება.
სოსო
ეს ქალი,დოროყაშვილი კი არა,ნელი დოროყროყე ყოფილა.დალოცვილო,ყოფილი ქმარი,იმას არ გეხვეწება,შვილი მე დამიტოვეო?!დაუთმე და ბავშვის ხარჯებიც მოგაკლდება,შენც დაისვენებ,ნიკაც და ლუკასიც.ნიკა ნამდვილად არ მოგთხოვს,ალიმენტს.მაგრამ მკერდის ძუძუდან უნდათ შენი მოგლეჯა და არ გეთმობა.შვილით სპეკულაციას,თავი გაანებე.
Irakli
თან ნიკას დაჭერა უნდათ, თან 100000 ყოველ წელს, და ეგ როგორ ქალბატონო ადვოკატო?
ზურა
არ მინდოდა ნიკას მისამართით ასეთი რამის თქმა, მაგრამ მეტის ღირსია, ასეთ ერთუჯრედიან ქაჯს ცოლად რომ მოიყვან და შვილს რომ გააჩენინებ
muro
ბარემ წაიკვანოს ბავშვი მამამ
თენგო
წელიწადში 200 ათასი ლარის რა მოთხოვნილებები აქვს ამ ბავშვს? ყოველდღე შავი ხიზილალა უნდა ჭამოს?
დათო
... რატომ აგდებთ ასეთ ინფორაციებს ტურნირის დაწყების წინ!!! ხვალ ნიკა სარდინიას იწყებს და არ არის საჭირო ასეთ დროს ამ ბოდვა ქალის ტირაჟირება!!!

ე.ი. რაც კი რამე ხარჯი იქნება ბავშვის აღზრდა, სწავლა, კვება ჩაცმა და ა. შ. სულ მამამ უნდა აანაზრაუროს :) და დედის წვლილი ანუ თანამონაწილეობა ამ საქმეში არ განიხილება? რომ კითხო მას და მის უფლება დამცველს ბაბუცა პატარაიას, არიქა ძლიერი ქალი ვარ და რად მინდა კაცი გვერზე მე თვითონაც შევძლებ კარგად ყველაფერზო არა და რეალობა ეს ყოფილა თურმე რომ მამა ზრდის შვილს და ყველკა ხარჯს ის იღებს.
sormona
ძიძის ფულიო, მძღოლის ფულიო და ა.შ. კი მაგრამ თვითონ რო დედააა არ აპირებს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღებას? მძღოლმა წაიყვანა სკოლაში და მოიყვანა, ძიძამ აჭამა და გაკვეთილები მოამზადებინა, დაურეცხა და გაუმზადა მეორე დღისთვის... თვითონ რას აკეთებს ამ დროს? ფულს ითვლის თუ შოფინგზე დადის?
ეგ არის და გორის ციხე :)
ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი რომ პეოვოკაცია მოუწყო სახლში მივარდნით ნიკას? ოჯახი დაენგრა მაგრამ იფიქრა შემოსავლის წყარო მაინც გავიჩინოო და დადგა სპექტაკლი იძალადა ჩემზეო :)) პეინციპში, ქალი რომ ესეთ ქმარს დაკარგავს, კეთილშობილს, წარმატებულს, სიმპატიურს, მაგაზე მეტი უბედურება რაღა უნდა დაემართოს. ეგეც საკმარისია გასაგიჟებლად
ძალადობა არ არის პრობლემა?
არ მალავს რომ ფულია პრობლემა და არა ძალადობა :)) ეს რომ ნიკას ძალადობაზე იყოს გაბრაზებული, მის დაჭერას მოითხოვდა. ეს კიდევ დაჭერას კი არა ყოველწლიურ ფულს ითხოვს. ქმარი დაკარგა და შემოსავლის დაკარგვა არ უნდა :))) უძინართა მზე გამახსენდა, დათო რომ აგდებს სახლიდან მამუკა კიკალიშვილის პერსონაჟს -ჟორიკას, ეგ რომ სამკურნალო იყოს, წამლებისთვის მოვიდოდა და არა ფულისთვისო :)) ნეკა დაიწვი თავი ნეკა :))

ასეთი გაუმაძღარი დედაკაცის მნახავი არ ვარ. რას იზამ, ნიკა, შენს თავს დააბრალე ყველაფერი... მოუნდა მოდელი ბიჭს...
sormona
ბიჭო ბიჭო ბიჭოოო, მხოლოდ ბავშვისთვის უნდა თორე თვითონ მაგისტრატურაში აბარებს და ასე უნდა იშოვოს ლუკმაპურის ფული :):):):)
დათო
... ... ნიკამ, მისი ექსმეუღლის ძმა გადაარჩინა სიკვდილს!!! მძიმედ დაავადებული წაიყვანა გერმანაში და გადარჩინა!!! და კიდევ რამდენი სიკეთე აქვს ალბათ გაკეთებული ექსმეუღლის მშობლებისთვის და ძმისთვის!!! ეს ოჯახი არსად არ ჩანს, არ არის გამორიცხული, რომ ალქაჯი შვილის ქცევას არ ამართლებენ და მას მხარს არ უჭერენ!!!ალბათ მას და მის გარემოცვას ოჯახი იზოლიაციაში ჰყავთ და უკრძალავენ აზრის გამოთქმას!!! გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი აზრი!!! სიმართლე ერთია!!! ნიკას გაკეთებულ კეთილ საქმეებს ნუ დაივიწყებთ!!! ღმერთის არ გწამთ???!!! არ გეშინიათ???!!!
მინდია
რაც დრო გადის უფრო და უფრო ნათლად ჩანს რომ ეს გოგო გამომძალველი თაღლითი და პროვოკატორია... აუდიტის დასკვნა და შეფასება არ იყო ქონებაზეო :დ რას გვაბოლებთ ნეტავ :დ
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?
[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება
სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო
მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია
"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა
მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო
"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა
ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე
"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
უდიდესი სენსაცია - ბასილაშვილმა მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი დაამარცხა!
ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა