მატჩის დღე! ბასილაშვილი კალიარის ტურნირს წყვილთა თანრიგით იწყებს

AutoSharing Option
დღეს, 6 აპრილს, კალიარის 250-ქულიან ტურნირზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა თანრიგში 36 წლის გერმანელ ანდრე ბეგემანთან ერთად ჩაერთვება. ისინი მასპინძელ დუეტს,  პელეგრინოსა და ზეპერინის დაუპირისპირდებიან.

ქართველი ჩოგბურთელი მეწყვილესთან ერთად ნაკლებად შედეგიანია, რასაც ვერ ვიტყვით ერთეულთა თანრიგის შედეგზე. მიუხედავად დუბაისა და მაიამის ტურნირზე ჩავარდნილი თამაშებისა, ბასილაშვილის დოჰას ტურნირზე ასპარეზობამ ის ყველა კითხვის ნიშანი გააქრო, რომ თითქოსდა ნიკოლოზი უმაღლეს დონეზე თამაშს ვეღარ შეძლებდა.

ბასილაშვილი-ბეგემანის წყვილი თებერვლის დასაწყისში მელბურნის კორტებზე გამოვიდა და ავსტრალიელებთან დამარცხდა. ზოგადად, 2021 წელს ამ წყვილს ერთად სამი მარცხი და ერთი
გამარჯვება აქვს მოპოვებული.

დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული