ნიკოლოზ ბასილაშვილის თავს ახალი სკანდალია - ქართველ ჩოგბურთელს კიდევ ერთი პიროვნება უჩივის

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო ახალი სკანდალი აგორდა.

sports.ru-ს ინფორმაციით, ჩვენებურს ყოფილი ინვესტორი უჩივის, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

როგორც ყოფილი ინვესტორი ირწმუნება, მან დიდი წვლილი შეიტანა ბასილაშვილის კარიერულ წარმატებაში, სანაცვლოდ კი ტურნირებიდან საპრიზო თანხის გარკვეული ნაწილი უნდა მიეღო, რაც ქართველმა სპორტსმენმა არ გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმის განხილვა საქართველოს სასამართლოსა და საერთაშორისო არბიტრაჟში უახლოეს მომავალში დაიწყება.

როგორც იცით, ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილიც უჩივის, რომელიც ძალადობას ედავება.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ნიკოლოზ ბასილაშვილზე ევროპულ საჩოგბურთო სივრცეში სერიოზული ეჭვები არსებობდა, რომ ის თამაშებს ჰყიდდა.

ამ თემას, თუ არ ვცდები, თქვენი პორტალიც შეეხო შარშან თუ შარშანწინ.

დაგუგლეთ საკმაოდ სერიოზული გამოცემები წერდნენ ამაზე.
სიმართლე
15 აპრილი 2021 16:30
64
აე, ინვესტორ! კონტრაქტი გააძრე და მერე ილაპარაკე, თუ არა გაჩუმდი!
დიმო
15 აპრილი 2021 16:27
2
კი მარა აქამდე სად იყვნენ საინტერესოა,გუშინ გახდა წარმატებული.
კახა ქ.
15 აპრილი 2021 15:29
3
ამ ბიჭს პატრონი არ ყავს ამ ქვეყანაზე, ბოლოს და ბოლოს

რა ხდება გინდათ კაცი ბოლომდე გაწიროთ
გოგა
15 აპრილი 2021 15:13
3
მორიგი სვავი გამოჩნდა. მოუნდათ მარტივი ფული. მერე გვიკვირს უაზრო რატომ კარგავს ქულებს და რატომ აგებს გაურკვეველ ჩოგბურთელებთან. სადმე თუ ვინმე წარმატებული გამოჩნდა რომელიც თავისი შრომით გამდიდრდა ყველას სვავები დასტრიალებენ. თავისი შრომით გამდიდრდაში - რუს ოლიგარქებს არ ვგულისხმობ, მართლა შრომით ვინც გამდიდრდა იმათ ვგულისხმობ.
დაT
15 აპრილი 2021 14:56
8
თუ რაიმე ხელშეკრულება მართლაც აქვს დადებული, მაშინ ცხადია უნდა შეასრულის კიდეც...
gio
15 აპრილი 2021 14:56
26
ფულის, რომ იკრეს ეხლა გაახსენდათ, ამ დოროყვას კლასტერებს? ნიკამ ხელშეკრულობა შეასრულოს არა იხვის ტოლმა რა!
ნუგო
15 აპრილი 2021 17:36
4
... აქამდე სად იყო ეს ბაბუცადვა???!!! ერთი ამ ,, სპონსორის'' გვარი და სახელი დაწერეთ!!! სპორტალს: საიდან აქვს ეს ინფო , წყარო???!!!
დათო
15 აპრილი 2021 14:31
2
თქვენმა მზემ, ნიკა იმისათვის არ თამაშობს, რომ თქვენ ნიკას ოფლით მოპოვებული თანხა ჩაიჯიბოთ. მათხოვრებო აუსვიიით.
ნუგო
15 აპრილი 2021 13:42
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული