ნელი დოროყაშვილის ადვოკატი: ზანგურს არ გაუმართლა, არც პრივილეგიები აქვს, არც მაინცადამაინც ვარსკვლავბიჭუნაა და დიდად ფულიც არ აქვს

AutoSharing Option
ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბესო ზანგურისა და ნინუცა მაყაშვილის სკანდალს ეხმაურება.

მან არ დააკონკრეტა, თუმცა თავის პოსტში აშკარად ნიკოლოზ ბასილაშვილი იგულისხმა, რომელიც ზანგურისგან განსხვავებით, პრივილეგირებულ, ფულიან ვარსკვლავბიჭუნად მოიხსენია.

"ბესოს (უკაცრავად და) ზანგურს არ გაუმართლა. არ აღმოაჩნდა აუცილებელი მახასიათებელი უპირობო პრივილეგიისთვის. კერძოდ, არც მაინცადამაინც ვარსკვლავბიჭუნაა, არც მსახიობია საარაკო და დიდად ფულიც არ აქვს. მას ჰყავს სექსისტი და ძალმოსილი რეჟისორი მფარველად, რაც მეტ-ნაკლებად იცავს, მაგრამ ბოლომდე ვერა. ამიტომ “მოწყალე ერმა” ქალი ამ ისტორიაში შედარებით დაინდო. არა
იმის გამო, რომ სოლიდარულია ან/და სამართლიანი, არამედ, ჩემი აზრით, მოძალადემ ვერ დააკმაყოფილა მათი წინასწარ განსაზღვრული ხატი კაცის. ასე რომ, აქ ცოტა გაუმართლა ქალს", - წერს აბაშიძე. 

Sportall.Ge





შეგახსენებთ, რომ ნინუცა მაყაშვილი ყოფილ მეუღლე ბესო ზანგურს ფიზიკურ ძალადობას აბრალებს. ასევე არის ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის საკითხიც.

altცნობილი გახდა იმ ქართველი ბიზნესმენის ვინაობა, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილს უჩივის


მკითხველის კომენტარები / 6 /
მერე რა რომ ზანგურს ფული არა აქვს, რისი ადვოკატი ხარ, დაიცავი, თუ მარტო ფულიანებს იცავ?
0
სწორედაც ზანგურს გაუმართლა ,მაყაშვილი სვავივით რომ არ არის
გულშემატკივარი
21:00 24-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული