ნელი დოროყაშვილის ადვოკატი: ზანგურს არ გაუმართლა, არც პრივილეგიები აქვს, არც მაინცადამაინც ვარსკვლავბიჭუნაა და დიდად ფულიც არ აქვს

AutoSharing Option
ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბესო ზანგურისა და ნინუცა მაყაშვილის სკანდალს ეხმაურება.

მან არ დააკონკრეტა, თუმცა თავის პოსტში აშკარად ნიკოლოზ ბასილაშვილი იგულისხმა, რომელიც ზანგურისგან განსხვავებით, პრივილეგირებულ, ფულიან ვარსკვლავბიჭუნად მოიხსენია.

"ბესოს (უკაცრავად და) ზანგურს არ გაუმართლა. არ აღმოაჩნდა აუცილებელი მახასიათებელი უპირობო პრივილეგიისთვის. კერძოდ, არც მაინცადამაინც ვარსკვლავბიჭუნაა, არც მსახიობია საარაკო და დიდად ფულიც არ აქვს. მას ჰყავს სექსისტი და ძალმოსილი რეჟისორი მფარველად, რაც მეტ-ნაკლებად იცავს, მაგრამ ბოლომდე ვერა. ამიტომ “მოწყალე ერმა” ქალი ამ ისტორიაში შედარებით დაინდო. არა
იმის გამო, რომ სოლიდარულია ან/და სამართლიანი, არამედ, ჩემი აზრით, მოძალადემ ვერ დააკმაყოფილა მათი წინასწარ განსაზღვრული ხატი კაცის. ასე რომ, აქ ცოტა გაუმართლა ქალს", - წერს აბაშიძე. 

Sportall.Ge





შეგახსენებთ, რომ ნინუცა მაყაშვილი ყოფილ მეუღლე ბესო ზანგურს ფიზიკურ ძალადობას აბრალებს. ასევე არის ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის საკითხიც.

altცნობილი გახდა იმ ქართველი ბიზნესმენის ვინაობა, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილს უჩივის


მკითხველის კომენტარები / 6 /
დიდად არ ვინტერესდები ზოგადად სხვისი პირადი ამბებით და ხმამაღალი სათაურებით, მაგრამ ხშირად თვალში და ყურში საცემია ბასილაშვილისცოლის ადვოკატის რაღაც ღვარძლიანი რეპლიკები და კომენტარები ბასილაშვილის წინააღმდეგ, შანსს არ უშვებს ხელიდან რაღაცნაირად არ დაამციროს ეს ბიჭი, არადა შეძახილმა ხე გაახმოო და იმდენჯერ იბრუნა ბასილაშვილის გვარმა ნეგატიურ კონტექსტში სხვადასხვა თემების ირგვლივ, რომ მოგერიება ადამიანს სიმპატია გამოხატო სპორცემინს მიმართ, ვაიდა მოძალადის მხარდამჭერად ან პოტენციურ მოძალადედ არ გამოგაცხადონ.
ქალბატონო, დავა გამართეთ არგუმენტებიანად სასამართლოს დარბაზში, ნუ იყენებთ ბოროტად მასმედიას და თუნდაც თქვენს პირად სოციალურ გვერდს, დადეთ მანდ შვილების, ოჯახის, ან ყავის, ან სპორტდარბაზის ფოტოები, რატომ იღწვით დილიდან საღამომდე ამ ადამიანის დამცირებისთვის?
თამარი
16:03 16-04-2021
0
ასეთი ადვოკატები ღუპავენ ქალებს (აბოლებენ ბევრ ფულს გამოვძალავთო).
ეს უნიჭო იმასაც ვერ მიხვდა ხალხს, რომ არ ჯერა ბასილაშვილის ძალადობის ზანგურისაგან განსხვავებით. ჩატარდება სასამართლო და რაცას მოიგებს ნელი ნახავს.
irakli
15:07 16-04-2021
0

სიახლეები პოპულარული