დღეს, 21 აპრილს, შტუდგარტის 250-ქულიან ტურნირზე, ქართველი ეკატერინე გორგოძე გერმანელ ანჟელიკა კერბერს დაუპირისპირდა. ამჟამად ეკატერინე 215-ე ჩოგანია, თუმცა აღსანიშნავია მისი წინსვლაც, რადგან ბოლო 9 შეხვედრიდან ქართველმა 6 მოგება მოახერხა. თავის მხრივ, კერბერს აშკარა ჩავარდნა აქვს. WTA რეიტინგის ყოფილი პირველი ჩოგანი და მრავალი ტიტულის ლაურეატი ამჟამად 26-ე ადგილზეა.
ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, გორგოძე ვერაფერს გახდა.
ეკატერინე გორგოძემ დუბაიში 100 000 დოლარიანი ტურნირი მოიგო