"ის ისეთივე უნიკალურია, როგორიც რაფა..." - ჯოკოვიჩმა ნადალს დიდებული პასუხი დაუბრუნა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, ბარსელონას ტურნირის დაწყებამდე, ესპანელმა რაფაელ ნადალმა ნოვაკ ჯოკოვიჩთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სერბი რეკორდების წიგნში თავისი სახელის ჩაწერითაა გატაცებული, რაზედაც ნოლემ დიდებული პასუხი გასცა. "მე არ შემიძლია მისი (რაფაელის) სახელით ვისაუბრო. არ ვიცი, ის რას ფიქრობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება, თავისი აზრი დააფიქსიროს.
პირადად მე არ ვფიქრობ, რომ რამით ვარ გატაცებული. ვგრძნობ ვნებასა და წარმატების უზარმაზარ სურვილს. მე წარმატებისთვის ვიბრძვი და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს მქონია.
შესაძლოა ვინმეს არ შეეძლოს რაიმეს თქმა და შემდეგ მისი
დაცვა, თუმცა მე ეს არასდროს დამჭირვებია:
"მე მინდა ეს რეკორდი მოვხსნა ან თუნდაც მივაღწიო ამ წარმატებას".
არ ვიცი, რატომაა ასე ფიქრი ცუდი. საქმე მხოლოდ რეკორდებს არ ეხება, ზოგადად, ჩოგბურთის პოლიტიკას ვგულისხმობ. როდესაც პატარა ვიყავი, წარმატებაზე საუბრის არ მეშინოდა. მინდოდა ვყოფილიყავი პირველი და მომეგო უამრავი ტიტული...
რა თქმა უნდა, მიზნებმა იმატა. ზოგადად, როდესაც ერთს მიაღწევ, მეორე გამოჩნდება და ა.შ. ეს ჩემი გზაა. ის ისეთივე უნიკალურია, როგორიც რაფა", - განაცხადა ნოვაკმა.
მომზადებულია marca-ს მიხედვით

altმობილური, ტკივილგამაყუჩებელი, პირბადე... - ნადალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთები



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული