ბასილაშვილმა მიუნხენში დამაჯერებლად დაიწყო...

AutoSharing Option
დღეს, 27 აპრილს, მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის პირველ წრეში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 26 წლის ბრაზილიელ ტიაგო მონტერიოს (რეიტინგში 78-ე) დამაჯერებლად (6:2, 6:3) სძლია.

ნიკოლოზმა გასულ წელს "როლან გაროსზე" დამარცხების გამო (5:7 4:6 2:6) ბრაზილიელ მეტოქეს ერთგვარი რევანში აუღო.

ბასილაშვილი ტურნირის მერვედფინალში კოლუმბიელი რივეროსისა და  აშშ-ის წარმომადგენელ კორდას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოჩაღ ნიკა!!! გაგვახარე ძალიან!!! ალბათ კორდას შეხვდება, კორდა ცნობილი პიტერ კორდას შვილია, 21 წლის ამომავალი ვარსკვლავია!!! ძალიან ლამაზ და ძლიერ ჩოგბურთს თამაშობა, დაფრინავს კორტზე!!! წარმატება ნიკას შემდეგ შეხვედრაში!!!
დათო
16:50 27-04-2021
1
ყოჩაღ ნიკა! წარმატებები მიუნჰენში!
დათო
20:26 27-04-2021
0

სიახლეები პოპულარული