ცნობილი გახდა დეტალი, რის გამოც ბასილაშვილს ბიზნესმენი უჩივის

AutoSharing Option
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას შორის სასამართლო დავა იწყება.

"ტვ პირველმა" დღეს კაჭარავას ადვოკატ მარიკა არევაძის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც ამბობს:

"ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ირაკლი კაჭარავას შორის იყო გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც კაჭარავა ჩოგბურთელის დაფინანსებას უზრუნველყოფდა.

სანაცვლოდ იყო პირობა, რომ ორმოცდაათეულში მოხვედრის შემთხვევაში, ბასილაშვილის მხრიდან უნდა მომხდარიყო მისი საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან პროცენტის გადახდა.

2017 წლიდან დადგა უკვე მისი მხრიდან ვალდებულების შესრულების აუცილებლობა, თუმცა ნიკოლოზმა ეს არ გააკეთა და ირაკლი კაჭარავა იძულებული გახდა, სასამართლოსთვის მიემართა", - ამბობს მარიკა არევაძე.

მკითხველის კომენტარები / 8 /
...ასე როგორ გაგიჭირდა ბიზ მ ესმენო კაჭარავა!!! შენ რა ქართველი ხარ უკვე გასაგებია, რა გვარს აფუჭებ ბიჭო!!! ერთი გაიკითხე, მართლა სპონსორები , რომლბმაც მილიონები ჩადეს როგორ იქცევიან!!! სვიტოლინას სპონსორმა, რომელმაც რამოდენიმე მილიონი ჩადო ელინას წარმტებაში , უბრალო საჩუქარზეც კი თქვა უარი!!! არ ვიცი საქართველოში რას საქმიანობ, მაგრამ ნიკას პატივისმცემელ ქართველ გულშემატკივარს ნამდვილდ გაამწარებ და არ გაგიკვიდეს თუ ვინმეს ამაზე ადეკვატური რეაქცია ექნება!!!
დათო
11:26 30-04-2021
1
ბიზნესმენი კი არა ჩვეულებრივი ვაჭრუკანა და მევახშეა!!!! კაცი საქართველოს სიამაყეა მსოფლიოში და ეს კიდე პროცენტებს ითხოვს გაწეული დახმარებისთვის.
თუში
16:16 29-04-2021
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული