"მარტო საპრიზო ჰონორარიდან, ბასილაშვილს 1,5 მილიონი დოლარი აქვს გადასახდელი" - რას ამბობს ირაკლი კაჭარავას ადვოკატი სკანდალურ საქმეზე

AutoSharing Option
ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას სარჩეილი სასამართლომ წარმოებაში მიიღო. როგორც იცით, ის ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აბრალებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა და მისი კარიერიული შემოსავლებიდან გარკვეული თანხა ეკუთვნის.

ჩვენ კაჭარავას ადვოკატ მარიკა არევაძეს დავუკავშირდით და საქმის დეტალების გარკვევას მაქსიმალურად შევეცადეთ.

"სასამართლოში საქმე უკვე შესულია და წარმოებაში მიღებულია. ველოდებით მოპასუხეს და ამის შემდეგ უკვე ჩაინიშნება სხდომა.

ერთ ნიუანსზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ჩვენ ბასილაშვილს ვედავებით სახელშეკრულებულო ვალდებულის შეუსრულებლობას.

სამწუხაროდ, ჟურნალისტების მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზს სისხლის სამართლის დანაშაულს ვედავებით, ან გამოძალვას, ან მითვისებას,
რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ჩვენ ადვოკატებმა ამის შესახებ ინფორმაციაც გავავრცელეთ და არ მინდა, რომ ხალხი შეცდომაში შევიდეს.

2017 წლიდან დაიწყო ბასილაშვილის მხრიდან ვალდებულის შესრულების ამოქმედება და მას 2020 წლის ჩათვლით ჰქონდა ვადა, რომ ის შეესრულებინა.

რა თქმა უნდა, თავდაპირველად სასამართლოში არავინ გარბის და საჩივარს არავინ წერს. კაჭარავა ჩივილამდე ბასილაშვილს სთხოვდა ვალდებულის შესრულებას, თუმცა მან ეს არ გააკეთა და შემდეგ ბატონი ირაკლი კაჭარავა იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა.

ხელშეკრულებაში წერია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნიკოლოზი მსოფლიოს საუკეთესო ჩოგნები 50-ეულში მოხვდებოდა, მას უნდა დაეწყო ვალდებულის შესრულება.

მას ირაკლი კაჭარავასთვის საპრიზო ჰონორარებიდან 30%, ხოლო სარეკლამო შემოსავლიდან 50% უნდა გადაეხადა.

ATP-ის ოფიციალური მონაცემი ვიცით, თუ რამდენი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილს და აქედან გამომდინარე საპრიზო შემოსავლიდან ბატონი ირაკლი კაჭარავა მოითხოვს 1,5 მილიონ დოლარს.

ჩვენთვის უცნობია სარეკლამო ჰონორარების შინაარსი. ჩვენ სასამართლოში დაყენებული გვაქვს მოთხოვნილება, რომ ნიკოლოზმა წარმოადგინოს სარეკლამო შემოსავლების საბუთი, ამის მიხედვით შემდეგ დაზუსტდება ჩვენი სარჩელი.

ATP-სთვის ამ ეტაპზე არ მიგვიმართავს, თუმცა ბატონი ირაკლი კაჭარავა განიხილავს ამ მექანიზმებს. ჯერჯერობით მაქსიმალურად თავს ვიკავებთ, რადგან ნიკოლოის პროფესიული განვითარების მხრივ აისახება უარყოფითად.

ჩვენი მიზანი არ არის ბასილაშვილს კარიერაში ხელი შევუშალოთ, უბრალოდ გვინდა, რომ ხელშეკრულება შესრულდეს", - ამბობს მარიკა არევაძე.

მკითხველის კომენტარები / 21 /
რუსი კრიმინალების მეთოდია, ამასწინათ კასატკინას ინტერვიუ იყო სპორტს.რუ-ზე და იქ ახსნა. მოგცემენ ცოტა ფულს და მერე უნდათ რომ მთელი ცხოვრება 'გწველონ'. სასამართლომ ეგ კონტრაქტი თავზე უნდა გადაახიოს: 30%, 50% - უსინდისოები. რამდენი მისცეს თანხა ადვოკატი იმას რატომ არ ამბობს? წურბელები!
ნიკ
01 მაისი 2021 19:23
2
თუ შეუთანხმდი ამ კაბალურ პირობებზე, მაშინ ის უნდა შეასრულო რაზეც შეთანხმდი. იურიდიულად ასეადა ვერაფერს იზამ.
მოქალაქე
01 მაისი 2021 22:10
8
სასამართლო კი არა ქურდები ზონდერები კომუნისტები ან ტერორისტები რომ გაწეწონ გაპუტონ მაგათ
Gij
02 მაისი 2021 06:06
0
სადაა მერე ეს დოკუმენტი, მარტო თქვენ რაც გაწყობთ იმას გვაკითხებთ, გაასაჯაროეთ, რა გიშლით ხელს?
?
01 მაისი 2021 13:57
2
30-50 პროცენტიო. ამ რიცხვებით ნიკას გამარჯვებებით გამომუშავებული თანხებიდან კაჭარავას უფრო მეტი ერგება. "ATP-ის ოფიციალური მონაცემი ვიცითო, თუ რამდენი აქვს გამომუშავებული ბასილაშვილსო". ტურნირების მონზადებისათვის საჭირო კოლოსალურ ხარჯები ხომ უნდა გამოაკლონ საპრიზო შემოსავლებს. ეს ერთი პატარა დეტალია. არის უამრავი კითხვის ნიშანი, რა ჩადო ისეთი კაჭარავამ, რომ ამხელა წილში ჩაჯენას ითხოვს და მილიონობით დოლარის პრეტენზია გაუჩნდა, ხელშეკრულების მოქმედების ვადა უკუნითი უკუნისამდეა?, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და ა. შ. ერთი სიტყვით გამოაქვეყნეთ ხელშეკრულება.
ამი
01 მაისი 2021 17:17
1
დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ნეგატიური სტატიები ბასილაშვილზე, საეჭვოდ ემთხვევა მის ტურნირებს... მაინტერესებს, გიკვეთავთ ვინმე?
ქართველი888
01 მაისი 2021 16:15
2
... მოუგო გომბოშს!!!! ყოჩაღ ნიკა!!! დღეს რუდს ეთამაშება, რომელიც კარგ ფორმაშია ძალიან!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
01 მაისი 2021 13:57
1
რუუდსაც მოუგო 2:0 ! ვულოცავ ნიკას და გილოცავთ თქვენც.
giorgi janikashvili
01 მაისი 2021 17:08
2
... ჯერ არ დაწყებულა მეგობარო!!!)))
დათო
01 მაისი 2021 17:21
0
...ასე როგორ გაგიჭირდა ბიზ მ ესმენო კაჭარავა!!! შენ რა ქართველი ხარ უკვე გასაგებია, რა გვარს აფუჭებ ბიჭო!!! მეცენატობა არა???!!! ერთი გაიკითხე, მართლა სპონსორები , რომლბმაც მილიონები ჩადეს როგორ იქცევიან!!! სვიტოლინას სპონსორმა, რომელმაც რამოდენიმე მილიონი ჩადო ელინას წარმტებაში , უბრალო საჩუქარზეც კი თქვა უარი!!! არ ვიცი საქართველოში რას საქმიანობ, მაგრამ ნიკას პატივისმცემელ ქართველ გულშემატკივარს ნამდვილდ გაამწარებ და არ გაგიკვიდეს თუ ვინმეს ამაზე ადეკვატური რეაქცია ექნება!!!
დათო
01 მაისი 2021 13:50
4
თქვენი მხრიდან რა უნდა გაგეკეთებიათ? რაში უნდა აგეღოთ ეგ თანხა? შეასრულეთ ვალდებულება? იქნებ ეს კითხვებიც დაგვესვა ამ ადვოკათისთვის?
haha
01 მაისი 2021 13:14
2
ამას სპონსორობას უძახიან?!ამას,სრულ("პოლნი") წილში ჩაჯდომას უძახიან და კაბალურ ხელშეკრულებას.ნიკამ ფული უნდა გამოიმუშაოს და მისი ნახევარი,კაჭარავას მისცეს,სავარაუდოდ,გადასახადები და მოგზაურობა მომზადების ხარჯები,მხოლოდ ნიკას წილიდან უნდა გავიდეს.ამას დოროყაშვილის ქალის მადა და წილიც დაამატეთ.ასეთ რამეს,მხედრიონის და ნაცების დროსაც კი ძნელად შეხვდებოდით.ერთი სიტყვით,ნიკას ყველზე და პურზე მოუწევს მთელი სიცოცხლე ცხოვრება,მაგათ მადას თუ დაჰყვა.
სოსო
01 მაისი 2021 19:09
1
ბიზნესმენი...ბიზნესმენი კი არა მათხოვრის და უნახავის შთაბეჭდილებას ტოვებს.ასეთი ადამიანები რატომ არსებობენ და ცხოვრობენ საერთოდ?
Master
01 მაისი 2021 13:05
3
.,. მოიგოოო!!! ფინალშია!!! ყოჩაღ და მადლობა ნიკას!!!
დათო
01 მაისი 2021 18:42
0
რმერთო რა საგიჟრთში ვცხოვრობთ
nino
01 მაისი 2021 13:33
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული