ნიკოლოზ ბასილაშვილმა (35) გუშინ წვიმის გამო გადადებული მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალური მატჩი სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან (95) დღეს გააგრძელა და საათსა და 26 წუთში 6:4, 6:4 გაიმარჯვა.
ამის შემდეგ ნიკოლოზი დღესვე ნახევარფინალში ნორვეგიელ კასპერ რუუდს (24) შეხვდა, რომელმაც 1/4 ფინალში ავსტრალიელი ჯონ მილმანი 6:3, 6:4 დაამარცხა და ქართველმა ჩოგბურთელმა ისევ ორ სეტში სძლია მეტოქეს - 6:1, 6:2 (საათსა და 12 წუთში) და ფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, ბასილაშვილმა პირველ წრეში ბრაზილიელი ტიაგო მონტერიო (78) 6:2, 6:3, ხოლო მეორეში კოლუმბიელი დანიელ რივეროსი (114) 6:4, 6:2 დაამარცხა.
2 მაისს, ფინალში ნიკოლოზი, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე არც ერთი სეტი არ წაუგია, გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (44) დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ბელარუსი ილია ივაშკო დაამარცხა. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.
დიდი მადლობა დიდი სიხარული რომ მოგვანიჭე.
მოუთმენლად ველოდებით ფინალს.
მეგობრები, მოდით იმ ქალებს ნუღარ ვახსენებთ... უფალმა შეუნდოთ...
შიგ ჰაი კლასის მიუნხენის მიწაზე, სეტწაუგებლად მაგარია.
ჰამბურგში კი იცნობენ და იცნობენ ბასილას!
მიდი ბასიიიილ, გვიყვარხაარ!
ნებისმიერ საქმეში გამარჯვებული გამყოფოს ღმეღმერთმა!!!