დარია თუ ავდარია, ნიკა მაგარია - ბასილაშვილი ფინალში გავიდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (35) გუშინ წვიმის გამო გადადებული მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალური მატჩი სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან (95) დღეს გააგრძელა და საათსა და 26 წუთში 6:4, 6:4 გაიმარჯვა.

ამის შემდეგ ნიკოლოზი დღესვე ნახევარფინალში ნორვეგიელ კასპერ რუუდს (24) შეხვდა, რომელმაც 1/4 ფინალში ავსტრალიელი ჯონ მილმანი 6:3, 6:4 დაამარცხა და ქართველმა ჩოგბურთელმა ისევ ორ სეტში სძლია მეტოქეს - 6:1, 6:2  (საათსა და 12 წუთში) და ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა  პირველ წრეში ბრაზილიელი ტიაგო მონტერიო (78) 6:2, 6:3, ხოლო მეორეში კოლუმბიელი დანიელ რივეროსი (114) 6:4,
6:2 დაამარცხა.

2 მაისს, ფინალში ნიკოლოზი, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე არც ერთი სეტი არ წაუგია,  გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (44) დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ბელარუსი ილია ივაშკო დაამარცხა. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 29 /
დაუჯერებლად დამაჯერებელია ბასილაშვილი, ფინალსაც მიაყოლებს ნახავთ!!!
მინდია
01 მაისი 2021 18:58
1
მიდი ძმა მიაწექი ჩემი ძმა ხარ დიდ პატივს გცემ ლეგენდა ხარ ნამდვილი!!!!!
ნიკოლოზი
01 მაისი 2021 18:49
3
ვახ შენ გენაცვალე ნიკოლოზ!!! დღეს იფრინა კორტზე!!! კასპერი, ატპ 24, დღეს ერთ -ერთ ძლიერ ჩოგბურთლად ითვლება და მაგარია,რომ ასე ადვილად მოუგო!!! ძალიან გაგვახარე და ხვალინდელ შეხვედრაში წარმატებას გისურვებთ შენი ნამდვილი გულემატკივრები!!!
დათო
01 მაისი 2021 18:49
0
... ხვალ ფინალია, მთავარია შტრუფს ეისები არ უნდა წაუვიდეს!!! 3- ში იწყებს მადრიდის მასტერს და ხვდება ბენუა პერს!!! აი შემდეგ, ბადეში არის ციციპასი!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
01 მაისი 2021 19:17
0
Sad xar baia miicere cerili
Milani
01 მაისი 2021 18:47
1
Seti ar saugia turnirze .magari xar zmao
Shalva
01 მაისი 2021 18:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული