ნიკოლოზ ბასილაშვილმა (33) მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის ფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (44) 6:4, 7:6 სძლია და გამარჯვებული გახდა. მას მეტოქის დასამარცხებლად საათი და 28 წუთი დასჭირდა.
პირველი სეტისას, რომელსაც ბასილაშვილი 4:2-ს იგებდა, მატჩი წვიმის გამო შეწყდა, თუმცა შემდეგ გაგრძელდა და ქართველი ჩოგბრურთელი 1:0 დაწინაურდა, მეორე სეტი 7:6 მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ბასილაშვილმა 250 სარეიტინგო ქულა და 21 655 ევრო გამოიმუშავა, ხოლო განახლებულ რეიტინგში მსოფლიოს 29-ე ჩოგანი გახდება.
ის ATP-ის ტურნირზე ფინალში მეშვიდედ გავიდა და ხუთჯერ იმარჯვა - ბოლოს წელს დოჰაში.
ფინალამდე ბასილასვილმა ბრაზილიელი ტიაგო მონტერიო (78), კოლუმბიელი დანიელ რივეროსი (114), სლოვაკი ნორბერტ გომბოსი (95) და ნორვეგიელი კასპერ რუუდი (24) დაამარცხა - ყველა ორ სეტში.
ნიკოლოზი ამის შემდეგ მადრიდის "მასტერსზე" იასპარეზებს, სადაც მისი პირველი მეტოქე ფრანგი ბენუა პერი (35) იქნება.