ფავორიტი ბასილაშვილი - სკანდალურ მეტოქესთან, ციციპასის მოლოდინში...

AutoSharing Option
BMW Open-ზე გამარჯვების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი ახალ ტურნირში ჩაებმება - მადრიდის 1000-იან მასტერსზე პირველ შეხვედრას 31 წლის ფრანგ ბენუა პერისთან გამართავს.

ბასილაშვილის დღევანდელი მეტოქე საკმაოდ სკანდალური სპორტსმენია და მსაჯის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოს ისეთი პროტესტიც გამოუთქვამს, მკაცრად რომ დაუსჯიათ. ერთი პერიოდი კლასიფიკაციაში უფრო მაღლაც იყო, ამჯერად კი 35-ეა.

ნიკოლოზი და ბენუა ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ. ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ უკანასკნელ, 2019 წლის შანხაურ შეხვედრაში იმარჯვა.

წყვილში საუკეთესოს შემდეგ ეტაპზე სერიოზული გამომცდელი ეყოლება - საერთო კლასიფიკაციაში მეხუთე ადგილზე მყოფი, 22 წლის ბერძენი სტეფანოს ციციპასი.

ბასილაშვილისა
და პერის შეხვედრა 4 აპრილს, თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება.

altბრწყინვალეა - ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირი სეტწაუგებლად მოიგო! [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 12 /
წააგო, არადა უშანსოდ არ იყო. მაგრამ ჯერ მაყურებლების ხმაური აღიზიანებდა, ისედავ არ აქვს ნერვიული სისტემა კარგ დღეში. თან მე მგონი, როცა გრილა მაშინ ბევრად უკეთესად თამაშობს.
ნიკ
04 მაისი 2021 20:39
1
პერისთან პირველი სეტი ცუდად ითამაშა. რაღაც გადაღლილი ჩანს.
ჯუჯი
04 მაისი 2021 19:42
0
4 აპრილი? ანუ ჰქონდა უკვე? გაგვაგებინეთ მაინც ანგარიში..
გიო
04 მაისი 2021 15:11
4
დღეს თამაშობს
მიშა
04 მაისი 2021 17:30
0
წარმატებები ნიკოლოზ მხოლოდ წარმატებები,გაგვახარე.
sake
04 მაისი 2021 14:10
0
წარმატებებს ვუსურვებ რა თქმა უნდა მაგრამ სტეფანე ციციპასთან არა მგონია რამე გამოუვიდეს...
ნგ
04 მაისი 2021 12:48
20
ის გერმანელი გიოლფრენდი რაღაც არ ჩანს ამ ბოლო დროს ტრიბუნაზე.არადა კარგ სტიმულს აძლევდა.
ჯუჯი
04 მაისი 2021 11:18
7
... ბენუა პერი კარგი მოთამაშეა, მაგრამ ბოლო პერიოდის განმვლობაში ექვსი შეხვედრაა აქვს ზედზედ წაგებული!!! სულ აპროტესტებს სხვადასხვა რაღაცეებს, საპრიზო თანხების შემცირებას, კოვიდტესტებს, ბარსელონაში მსაჯს შეაფურთხა, მოკლედ ძალიან არაადექვატურად იქცევა!!! წესით დღევანდელ ნიკოლოზს არ უნდა გაუჭირდეს პერის დამარცხება!!! აი შემდეგ კი ციციპასია და მძიმე შეხვედრა გველის!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
03 მაისი 2021 11:08
1
... სპეციალურად???!!! ამას გაფიქრებაც კი არასწორია!!! !
დათო
04 მაისი 2021 14:25
0
სპეციალურად თუ არ წააგო თამაში. ამათ ჩემი მტერი ენდოს.
ლევანი
04 მაისი 2021 11:20
12
ეს ათასიანი ტურნირი მოიგე ნიკუშ და მე ვიყო არაკაცი ცხოვრებაში თუ ერთი ღერი სიგარეტი მოვწიო
Leon
02 მაისი 2021 22:52
1
მართლა რომ მოიგოს რა გეშველება?)
ლევანი
04 მაისი 2021 11:21
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული