მადრიდის ტურნირის 1/32-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ბენუა პერს დაუპირისპირდა და ორ სეტში 4:6, 6:7 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ ფრანგ ჩოგბურთელს ტრიბუნაზე გულშემატკივრები მრავლად ჰყავდა და მხარსაც აქტიურად უჭერდნენ.
პერს ძალიან ცუდი სეზონი აქვს, ზედიზედ 7 მატჩი ჰქონდა წაგებული და ეს გამარჯვება თავის გულშემატკივრებთან ერთად ძალიან ემოციურად აღნიშნა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის გამოკვეთილი ფავორიტი ბასილაშვილი იყო, ბენუა კი დღეს ბერძენ სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.