ბასილაშვილი აშკარა უპირატესობით - ქართველები "როლან გაროსზე" იწყებენ

AutoSharing Option
ბელგრადის ტურნირის პირველივე შეხვედრაში მარცხის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზში გაემგზავრება და "როლან გაროსის" დიდი სლემის ტურნირზე ჩაერთვება. პარიზში ასევე მეორე ქართველს, ეკატერინე გორგოძესაც ვიხილავთ.

ნიკოლოზის პირველი მეტოქე. სერბი დუსან ლაიოვიჩი კლასიფიკაციაში ქართველზე უკან, 39-ე პოზიციაზეა. 30 წლის ჩოგბურთელმა ბელგრადის ATP-ზე ორი მეტოქე დაამარცხა და მეოთხედფინალში სლოვაკ მარინთან დამარცხდა.

ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ქართველმა 4 შეხვედრა მოიგო, ის ერთადერთი კი 2018 წელს ხორვატიაში დათმო.
წყვილში გამარჯვებულის მომავალი მეტოქე ესპანულ წყვილში გამარჯვებული იქნება - ცარლოს ალკარასი(კლასიფიკაციაში 94-ე)  ან ბერნარდ საპატა მირალესი(128-ე).

ბასილაშვილისა და ლაიოვიჩის დაპირისპირება 31 მაისს, თბილისის დროით
13 საათზე დაიწყება.

ეკატერინე გორგოძის(222) მეტოქე 18 წლის დანიელი კლარა ტაუსონი იქნება, რომელსაც ამ ასაკში ერთი ტიტული აქვს. ის ცოტა ხნის წინ WTA 250 - იანი ლიონის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში ქართველს სერიოზული გამომცდელი ეყოლება - ბელარუს ვიკტორია აზარენკასა და
რუს სვეტლანა კუზნეცოვას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

გორგოძისა და ტაუსონის მატჩი 30 ივნისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

altბასილაშვილი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა! წინ "როლან გაროსისთვის"!

altარის! გორგოძემ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და "როლან გაროსის" ძირითად ბადეში გავიდა




მკითხველის კომენტარები / 2 /
... მარინი არა, მარტინი!!! ნიკას და ეკას წარმატებები!!!
დათო
14:10 28-05-2021
0
... ეკა დანიელ კლარა ტაუსონს(90) ხვდება, თუ გავიდა აზარენკო-კუზნეცოვას შორის გამარჯვებულს!!! წარმატებები!!!?
დათო
22:46 28-05-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული