"ნეკა ჯერ ბასილაშვილის ოჯახმა დატანჯა, შემდეგ ფანებმა" - ბაია პატარაია

AutoSharing Option
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალური ქსელის მეშვეობით ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის სასამართლო დავას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

ჩვენ პატარაიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ბასილაშვილების ოჯახმა რა ჯოჯოხეთი გამოატარა ნეკას ბოლო სასამართლო სხდომიდანაც ჩანს: თავზე საჭმლის დასხმა, მუდმივი კონტროლი (საძინებელში ჩართული ვიდეოთვალით), ახალნამშობიარების გიჟად შერაცხვით და სხვა. ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ადასტურებს ტანჯვას, რასაც მსხვერპლი განიცდიდა უშუალოდ ნიკას მხრიდან. (სასამართლოზე ექსპერტის დაკითხვის ინფოს კომენტარში ჩავაგდებ).

ეს ქალი ჯერ ამ ოჯახმა დატანჯა და მერე ბასილაშვილის აჟიტირებულმა ფანებმა გადაჯეგეს. ბოლოს როცა ვესაუბრე ნეკას,მითხრა, რომ აუცილებლად დაამტკიცებდა საკუთარ
სიმართლეს, რადგან ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება სურდა.

რა უსაფუძვლოდ სჯერათ ვარსკვლავის და როგორ იმეტებენ მსხვერპლ ქალს, რომელსაც სასამართლოს ორდერები და ექსპერტიზის დასკვნები უჭირავს ხელში", - წერს პატარაია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
შეჭამეს ეს ბიჭი!!!აგებინონ პასუხი ამ ქალის სახელის შემარცხვენელ არსებებს!!!როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს სამარცხვინო კამპანია ბასილაშვილის წინააღმდეგ? ხომ დაშორდნენ ერთმანეთს? სამარის კარამდე უნდა გამოეკიდონ ეს ალქაჯები? თან ყოველი შეჯიბრის წინ რომ აქოთქოთდებიან ხოლმე!!! მოაშორეთ მედიასივრცეს ეს უსირცხვილო პატარაია!!! ზნეობა ამას არა აქვს და სინდისი!!!
მეგი
02 ივნისი 2021 13:48
1
ბაბუცა თუ ბაბაიაგა, ალბათ ბაბაიაგა ბაბუცა დაოკდი ნუ ყვყვებ
nino
02 ივნისი 2021 13:47
2
ბაია პატარაიას ნამდვილი სახელი გავიგე ხალხო. შემოკლებული ყოფილა თურმე.. არა არა .. რა ბაბუცა?.. ბა-ბაია-გა
SL
31 მაისი 2021 10:14
3
ეგ ფოტო რომ ვნახე, ვიფიქრე რამ გააგიჟა ნიკა თქო. )) თურმე რაში ყოფილა საქმე)
დავით 67
31 მაისი 2021 01:24
1
ვაიმე ბაია გოგო, როგორ ამიჩუყე გული? პირდაპირ ცოდვით ვიწვი ნელის მდგომარეობაზე, ღვარღვარით ჩამომდის ცრემლები, თურმე რა "ჯოჯოხეთში" უცხოვრია საწყალ ნელის? არა უშავს, ნიკას ჰონორარები "გაუნათებენ ჯოჯოხეთს" ნელიკოს.
ვაიმე და ვუიმე.
30 მაისი 2021 23:02
3
ყოველ ტურნირზე გამოსვლის წინ,რომ გამოდიხართ და ახალ ახალ ბრალდებებს ქათმებივით კაკანებთ,მაგას რა ჰქვია?ფზიქოლოგიური ზეწოლა,სხვა რა არის?მიზზნად დაისახეთ რაც აქვს,ის მთლიანად წაართვათ და რისი შოვნაც ახლა შეუძლია,ამაში ხელი შეუშალოთ..ასე არ არის?ცენზურა რომ არ იყოს,ვიცი რასაც გეტყოდით,მეც და სხვა გულშემატკივრებიც,მაგრამ თავშეკავებულად დაწერილსაც კი,მეტწილად ბლოკავენ.ქალს შეურაცხყოფას გვაყენებენო, იტყვით.მაგრამ რომელი ხართ ქალი?ქალის ფუტლიარში მჯდომი აფთრები ხართ, ორივენი.
სოსო
30 მაისი 2021 21:50
3
ხო საწყალია და დაჩაგრული ძაან ნეკა
ლიკა
30 მაისი 2021 16:29
3
მოკლედ ბასილაშვილი ნამდვილად თანამედროვეობის (შეიძლება მთელ ისტორიაშიც) საუკეთესო ჩოგბურთელი გვყავს ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ არ შეიძლება რადგან ვარსკვლავია და გვიყვარს მისი სპორტული მიღწევები ფეხებზე დავიკიდოთ ის რაც შეიძლება (არ ვამბობ რო აუცილებლად ჩაიდინა) ჩაიდინა და ამ პროცესში მსხვერპლად ვინც არის ცნობილი იმას გადავუაროთ! არავის არ უნდა ეპატიებოდეს დანაშაული სპორტსმენია თუ პოლიტიკოსი მნიშვნელოვანი არაა. დაველოდოთ სასამართლოს და იმედია გამართლდება ნიკა და თუ არ გამართლდა ესეც ჭკუის სასწავლებელი იქნება ყველასთვის. მთელ მსოფლიოში ნიკაზე ბევრად მაგარ სპორტსმენებს დაუსრულებიათ კარიერა ციხეში სამწუხაროდ.
სიმართლისმთქმელი
30 მაისი 2021 12:44
61
გამარჯობა ბაია
სადა ხარ ბოშუნია ამდენ ხანს, ასე კი არ უნდა მოგვანატრო თავი
როგორც იქნა
30 მაისი 2021 15:10
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული