პირველი დიდი სენსაცია "როლან გაროსზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 30 მაისს, "როლან გაროსის" გახსნის დღეს, პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა. "თიხის პრინცად" წოდებული დომინიკ ტიმი ესპანელ პაბლო ანდუიართან 4 საათსა და 30-წუთიან დაპირისპირებაში დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი ორი სეტი ტიმმა 6:4 7:5 მოიგო, შემდეგ კი ანდუიარმა თავისი თამაში იპოვა და 6:3 6:4 6:4 იმარჯვა.

ამრიგად, ავსტრიელმა ჩოგბურთელმა საფრანგეთის ღია პირველობა პირველივე წრეში დატოვა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილი "როლან გაროსის" ტურნირზე დღეს ჩაერთვება, მისი მოწინააღმდეგე კი სერბი დუსან ლაიოვიჩი იქნება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული