მატჩის დღე! ბასილაშვილი მასპინძელი ჩოგბურთელით იწყებს

AutoSharing Option
დღეს, 8 ივნისს, შტუტგარტის 250-ქულიან ტურნირში ATP-ის რეიტინგის 31-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთვება. მისი დღევანდელი მეტოქე დასტინ ბრაუნი იქნება, რომელიც ამჟამად კლასიფიკაციაში 303-ე ადგილს იკავებს.

ქართველი არცთუ ისე სახარბიელო ფორმაშია, ნიკა ბოლო 5 შეხვედრიდან 4-ში დამარცხდა. რაც შეეხება ბრაუნსს, გერმანელმა სპორტსმენმა ბოლო 7 შეხვედრიდან 6 წააგო.

ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 14:20 საათზე დაიწყება.



მკითხველის კომენტარები / 3 /
ბრაუნი ამ სურათში საშინელებათა ფილმში მონაწილეობისთვის კარგი კანდიდატი იქნებოდა! იმედია ბასილა შეუსრულებს დღეს!
zaza
11:08 08-06-2021
1
მოიგო ორ სეტში!!! ყოჩაღ !!! გილოცავთ!!!
დათო
15:59 08-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული