სხვა

ჩოგბურთი

ნადალის 36-სეტიანი მოგებათა სერია შეწყდა, ჯოკოვიჩმა ემოციები ვერ შეიკავა და სიხარულისგან ბოლო ხმაზე ღრიალი დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ,  9 ივნისს, საფრანგეთში მიმდინარე "როლან გაროსის" ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის 2 შეხვედრა გაიმართა. 

რაფაელ ნადალი დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდა, 6:4 4:6 6:4 6:0 იმარჯვა და მეთოთხმეტედ გავიდა "როლან გაროსის" ნახევარფინალურ სტადიაზე, ეს ტურნირი კი 13-ჯერ აქვს  მოგებული, რაც, რა თქმა უნდა, აბსოლუტური რეკორდია. ასევე აღსანიშნავია, რომ  დიეგომ რაფას 36-სეტიანი მოგება შეუწყვიტა, როდესაც ესპანელი ჩოგბურთელი 6:4 დაამარცხა. 


რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, კლასიფიკაციის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ATP-ის რეიტინგის მე-9 ნომერს, იტალიელ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, საბოლოოდ გამარჯვება კი ნოვაკმა მოიპოვა, რომელმაც მეტოქე 6:3 6:2 6:7 7:5 დაამარცხა და ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე რაფაელ ნადალი იქნება. შეხვედრა ხვალ, 11
ივნისს, თბილისის დროით 13:00 საათზე გაიმართება. 


ქალთა შეხვედრები: 

გაუფი-კრეჟჩიკოვა - 6:7 3:6 

საკარი-შვიატეკი - 6:4 6:4

altციციპასმა და ზვერევმა მარტივად იმარჯვეს და ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ [VIDEO]