მატჩის დღე! ბასილაშვილი ყოფილი მე-3 ნომრის წინააღმდეგ!

AutoSharing Option
მასპინძელი ბრაუნის დამარცხების შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (ATP-ის რეიტინგში 31-ე) შტუტგარტის 250-ქულიანი ტურნირის მერვედფინალში ხორვატ მარინ ჩილიჩს დაუპირისპირდება.

ქართველსა და ხორვატს აქამდე ერთმანეთთან არ უთამაშიათ. ჩილიჩმა, რომელიც კლასიფიკაციაში 47-ე ადგილზე იმყოფება, გერმანულ ტურნირამდე უკანასკნელი შეხვედრა "როლან გაროსზე", როჯერ ფედერერის წინააღმდეგ გამართა, სადაც ერთ დროს 10-ეულის წევრი ჩოგბურთელი 2 საათსა და 38 წუთში 2:6 6:2 6:7 2:6 დამარცხდა.

ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალურ ეტაპზე კანადელ შაპოვალოვს (კლასიფიკაციაში მე-14) ან ესპანელ ლოპესს (62-ე) დაუპირისპირდება.

ბასილაშვილისა და ჩილიჩის შეხვედრა 10 ივნისს, თბილისის დროით
14:30 საათზე გაიმართება.

altბასილაშვილმა შტუტგარტის ტურნირი მასპინძლის დამარცხებით დაიწყო


მკითხველის კომენტარები / 2 /
... მთავარია პირველი ჩაწოდება წაუვიდეს ნიკას!!! ჩილიჩს წინა შეხვედრაში 20 ეისი ჰქონდა!!! წარმატება ნიკოლოზს!!!
დათო
11:42 10-06-2021
1
მიდი ნიკა, მიაწექიიიიი! წარმატება ჩვენო, სასახელო ჩოგბურთელო!!!!
გია
13:29 10-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული