სხვა

ჩოგბურთი

შეხვედრა, რომლის გამოც საფრანგეთის მთავრობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 11 ივნისს საფრანგეთში გამართულ როლან გაროსის ტურნირზე 2 ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

ცენტრალური დაპირისპირება ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფაელ ნადალს შორის შედგა. სერბმა ჩოგბურთელმა 3:6 6:3 7:6 6:2 იმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბერძენი სტეფანოს ციციპასი იქნება.

შეხვედრას მთელი თამაში ემოციური ფონი დაკრავდა, 13 გზის ჩემპიონი რკინის ნერვების მქონე ადამიანის წინააღმდეგ. საბოლოოდ, საფრანგეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და კორტზე დამსწრე საზოგადოებას კომენდანტის საათი მოუხსნა, რათა რაიმე ფაქტს ეს დიდებული შეხვედრა არ შეეჩერებინა.

მეორე დაპირისპირებაში სტეფანოს ციციპასი
ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდა და 6:3 6:3 4:6 4:6 6:3 იმარჯვა. ჩაგდებული ორი სეტის შემდეგ გერმანელმა თითოს თავის ჩოგბურთი იპოვა, თუმცა ბერძენმა ყველაფრის გამოსწორება და მნიშვნელოვან მომენტში მომატება შეძლო.

ამრიგად, ჯოკოვიჩისა და ციციპასის ფინალური დაპირისპირება 13 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.