მსოფლიოს ექსმე-6 ჩოგანი - ბასილაშვილს ჰალეს ტურნირზე უხერხული მეტოქე ელის

AutoSharing Option
ჰალეს ტურნირის 1/16-ფინალში საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ვეტერანი ფრანგი, 36 წლის ჟილ სიმონი იქნება.

ჩვენებურს ძირითად ბადეში შესაღწევად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწია და ეს ერთი მხრივ კარგიცაა, რადგან ის კორტს შეეგუებოდა და სათამაშო პრაქტიკასაც მიიღებდა ბალახის საფარზე.

ნიკოლოზი სიმონს ძალიან კარგად იცნობს, თუმცა მასთან კარგი მოგონებები არ აკავშირებს. ჩოგბურთელები ერთმანეთს კარიერაში 4-ჯერ დაუპირისპირდნენ და აქედან 3-ჯერ ფრანგმა იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ისინი ერთმანეთს ბალახის საფარზეც (უიმბლდონზე) შეხვდნენ, სადაც ჩვენებური მეტოქემ აშკარად დაჯაბნა და სამ სეტში უშანსოდ დაამარცხა
- 6:1 7:6 6:1.

სიმონმა კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი 2009 წლის 5 იანვარს დააფიქსირა, როდესაც ის რეიტინგში მე-6 პოზიციას იკავებდა, ახლა კი მსოფლიოს 71-ე ჩოგანია.

მას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი აქვს. თავად განსაჯეთ - მიჯრით 7 შეხვედრა აქვს წაგებული, სეტი კი მხოლოდ ერთადერთ თამაშში მოიგო.

ფაქტია, რომ მისი საუკეთესო წლები უკან არის დარჩენილი. სიმონი პროფესიონალურ ტურში 2002 წლიდან ასპარეზობს. სულ ითამაშა 24 ფინალურ შეხვედრაში, საიდანაც ტიტული 14 შემთხვევაში დაიმსახურა.

ბასილაშვილი შემტევი ჩოგბურთელია, ხოლო სიმონი აქცენტს დაცვაზე აკეთებს და  ეს დაპირისპირებაც სწორედ ნიკოლოზის შეტევებით და ჟილის თავდაცვით იქნება გამორჩეული.

აქვე გეტყვით, რომ ქართველსა და ფრანგს კარიერის გარკვეულ მონაკვეთში ერთი და იგივე მწვრთნელი აკავშირებდათ - იან დე ვიტი.

მატჩი ხვალ, 15 ივნისს არის ჩანიშნული (ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია), გამარჯვებული კი მერვედფინალში "როლან გაროსის" მოქმედ ფინალისტს, სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
... ყველაფერში გეთანხმებით!!! მაგრამ გამარჯვებული ციციპასსა და რინდერკნეხს შორის გამარჯვებულს ხვდება და არა პირდაპირ ციციპასს!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
14:48 14-06-2021
0
... კარგი ამბავი!!! ციციპასმა უარი განაცხადა ჰალეს ტურნირში მონაწილეობაზე!!! ისე გადაიღალა როლან- გაროსზე, ვგრძნობდი, რომ ასე მოხდებოდა!!! პლუს ფინალურ მატჩის დაწყებამდე , 5 წთ-ით ადრე აღმზრდელი ბებია გარდაეცვლა!!! !ნიკა წარმატებები!!!
დათო
17:50 14-06-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული