
დღეს, 12 ივნისს ნიკოლოზ ბასილასვილი ჰალეს სახელობის 500 ქულიანი ტურნირში ჩაერთო.
ქართველის დღევანდელი მეტოქე გერმანელი რუდოლფ მოლეკერი გახლდათ. შეხვედრა ნიკოლოზის გამარჯვებით 7:6 7:6 დასრულდა.
ამრიგად, ნიკოლოზი მომდევნო წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იანიკ ჰანფმანი (96) იქნება. შეხვედრა ხვალ, 13 ივნისს გაიმართება.