ბასილაშვილმა სიმონი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა

AutoSharing Option
ჰალეს ტურნირის ძირითად ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი შეხვედრა გამართა და ფრანგ ჟილ სიმონს დაძაბულ ბრძოლაში 2:1 (6:1, 3:6, 6:4) სძლია.

ნიკოლოზი პირველ სეტში ძალიან დამაჯერებელი იყო და მის მოსაგებად 36 წუთი დასჭირდა. მაშინ რთულად წარმოსადგენი იყო, რომ შეხვედრა ასეთი დაძაბული გამოდგებოდა. საბოლოოდ, ყველაფერი ქართველი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე გერანელი ჰანფმანი ან ფრანგი რინდერკნიჩი იქნება.

alt"საჩოგბურთო ბუნდესლიგაში მითამაშია და გერმანელი მეგობარი გოგონაც მყავს..." - ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირისთვის ემზადება




მკითხველის კომენტარები / 5 /
... გილოცავთ ყველას, ნიკას გამარჯვებას!!! ნერვები, გული.... რაღაც მომენტებში ვერ ვუყურებ!!! ჰაერივით სჭირდება სტაბილური პირველი ჩაწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში უწევს ორმაგი ენერგიის დახარჯვა!!! სიმონი ჩაჯდა დაცვაში და ელოდებოდა მხოლოდ ნიკას შეცდომას!!! საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა, თორემ შეხვედრის ბედი წკიპზე იყო!!! ყოჩაღ, რომ მეათე გეიმში , სიმონის ჩაწოდებაზე , რომელსაც იგებდა ჟილი 40:15, შეძლო ბრეიკი და მიოგო შეხვედრა!!! გილოცავთ!!!
დათო
18:17 15-06-2021
1
... ფრანგ რინდერკნეხს ხვდება, რომელმაც ჰანფმანი ორ სეტში დაამარცხა!!! შეხვედრა ჩანიშნულია 17 მაისს!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
09:24 16-06-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული