ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს 500-იანი კატეგორიის ტურნირის 1/4-ფინალში სამხრეთაფრიკელი ლოიდ ჰარისი (51) 2 სეტში დაამარცხა - 6:4, 7:6.

ძლიერი მოწოდების მქონე 24 წლის მოწინააღმდეგესთან შედარებით ნიკოლოზი გათამაშებაში გაცილებით კარგი იყო და გამარჯვებაც დაიმსახურა.

პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებაზე არ ცდებოდნენ. პირველი ბრეიკ-პოინტი ნიკოლოზმა მე-10 გეიმში მიიღო. მართალია, პირველი ვერ გამოიყენა, თუმცა მეორე კი შეირგო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:4.

მეორე სეტის მე-2 გეიმში ბასილაშვილს 3 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა სამხრეთაფრიკელმა გეიმი არ დათმო. მე-9 გეიმში ნიკოლოზმა საკუთარი მოწოდება წააგო, ჰარისი კი მე-10-ში სეტზე აწვდიდა, თუმცა "ბასილამ" უკუბრეიკი შეასრულა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა... ტაი-ბრეიკზე გასამარჯვებლად კი ნიკოლოზს მეტოქის მოწოდებაზე მოგებული 1 ბურთი ეყო - 7:6.

ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 180 სარეიტინგო ქულა მიიღო და და 59,860 ევროც გამოიმუშავა. ნიკას მომავალი მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგანი, რუსი ანდრეი რუბლიოვი იქნება.

ნოე
რუბლი უნდა დავშალოთ კაპიკებად; მიდი ნიკა მთელი ძალით!
გოგა
უკვე კარგი შედეგია, მაგრამ იმედია მოიგებს ტურნირს. წარმატებები ნიკოლოზ
გენა
ჰო, ის დედაკაცი კალკულატორით ზის ტელევიზორთან...
სოსო
ყოჩაღ ნიკა!ტემპი არ დააგდო!შეგიძლია,რუბლიოვის დამარცხება.
ნიკას, ნამდვილი გულშემატკოვარი, ნინი.
ყოჩაღ ნიკა! მართლაც ძალიან გვახარებს, შენი ყოველი წარმატება! ეხლა დათო, ვეხმიანები შენს ნათქვამს: ვისაც გელზე გეტაკათ და გეტაკებათ, ნიკას გამარჯვებები, "ცივი წყალიც მიაყოლეთ".
დათო
)))))) კარგი ყო, ჩაგეთვალა! ) პირველი მეც ცოლზე ვიფიქრე, მაგრად მოიფშვნიტავდა ხელებს)))
Irakli
წინ ფინალისკენ!!!
nika-7
"და 59,860 ევროც გამოიმუშავა" ეს ის მომენტია ნეკასაც რომ გაუხარდა ნიკოლოზის მოგება :D :D :D
დათო
...შენ გენაცვალე ნიკოლოზ!!! როგირც ჩვენ გაგვახარე, ისე გაიხარე მთელი შენი ცხოვრების გსნმავლობაში!!! რუბლიოვის გავლა თავისუფლად შეგიძლია!!! სამი-ოთხი თცის წინ დაფრინავდა, ახლა აღარ არის ისეთ ფორმაში, თანაც ბალხი არ არის მიი საუკეთესო საფარი!!! აბა შენ იცი, გაგვახარე შენი გულშემატკივრების დიდი არმია!!! პ.ს. აი ვისაც არ გაგიხარდთ, თქვენი .... .......!!!!! ხომ კარგად გაიგეთ???!!! არ მინდა ამ ტიპის განხდებების წერა, მაგრამ სხვა გზას არ გვიტოვებთ , ნიკას ნამდვილ გულშემატკივრებს!!! მხოლოდ პატივისცემას და სიყვარულს იმსახურბს ნიკა!!! წარმატება შენ , ნიკოლოზ!!!
დათო
ყოჩაღ ნიკა! წარმატებები!
ბარაქალა შენს მარჯვენას!
კაია! ადრენალინის გამომუშავება კაცს რო ამდიდრებდეს, შენი წყალობით მილიონერი ვიქნებოდი, ნიკა! ხვალ რუბლიოვიც ზედ მივაყოლოთ და ზეგ ჩემპიონობას წინ არაფერი დაუდგება!!!
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო