ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს 500-იანი კატეგორიის ტურნირის 1/4-ფინალში სამხრეთაფრიკელი ლოიდ ჰარისი (51) 2 სეტში დაამარცხა - 6:4, 7:6.
ძლიერი მოწოდების მქონე 24 წლის მოწინააღმდეგესთან შედარებით ნიკოლოზი გათამაშებაში გაცილებით კარგი იყო და გამარჯვებაც დაიმსახურა.
პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებაზე არ ცდებოდნენ. პირველი ბრეიკ-პოინტი ნიკოლოზმა მე-10 გეიმში მიიღო. მართალია, პირველი ვერ გამოიყენა, თუმცა მეორე კი შეირგო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:4.
მეორე სეტის მე-2 გეიმში ბასილაშვილს 3 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა სამხრეთაფრიკელმა გეიმი არ დათმო. მე-9 გეიმში ნიკოლოზმა საკუთარი მოწოდება წააგო, ჰარისი
კი მე-10-ში სეტზე აწვდიდა, თუმცა "ბასილამ" უკუბრეიკი შეასრულა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა... ტაი-ბრეიკზე გასამარჯვებლად კი ნიკოლოზს მეტოქის მოწოდებაზე მოგებული 1 ბურთი ეყო - 7:6.
ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 180 სარეიტინგო ქულა მიიღო და და 59,860 ევროც გამოიმუშავა. ნიკას მომავალი მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგანი, რუსი ანდრეი რუბლიოვი იქნება.
პ.ს. აი ვისაც არ გაგიხარდთ, თქვენი .... .......!!!!! ხომ კარგად გაიგეთ???!!!
არ მინდა ამ ტიპის განხდებების წერა, მაგრამ სხვა გზას არ გვიტოვებთ , ნიკას ნამდვილ გულშემატკივრებს!!! მხოლოდ პატივისცემას და სიყვარულს იმსახურბს ნიკა!!! წარმატება შენ , ნიკოლოზ!!!