ცენტრალურ კორტზე ორგზის ჩემპიონთან და ლეგენდასთან - ბასილაშვილს უიმბლდონზე უძლიერესი მეტოქე შეხვდა

AutoSharing Option
უიმბლდონის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ლეგენდარულ ბრიტანელ ჩოგბურთელ ენდი მარის დაუპირისპირდება.

25 ივნისს ლონდონში გამართულმა წილისყრამ ქართველ ჩოგბურთელს მართლაც უძლიერესი მეტოქე არგუნა.

მიუხედავად იმისა, რომ 34 წლის ასაკში მარი ახლა რეიტინგში 119-ე პოზიციას იკავებს,  ის ჩოგბურთის ლეგენდად ითვლება. 

თავად განსაჯეთ, მას სამი დიდი სლემის ტურნირი (ორჯერ უიმბლდონი) აქვს მოგებული,  ორჯერაც კი ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი. 

2016 წლის ნოემბერში მან იმდენი მოახერხა, რომ ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩის ჰეგემონია 
დაამხო და პლანეტის პირველი ნომერი გახდა. 

2018 წლიდან მარის კარიერა უკან წავიდა, რადგან ფეხის ტრავმა მიიღო, ორჯერ ოპერაცია გაიკეთა, შემდეგ კარიერის დასრულებაც გამოაცხადა, თუმცა მალევე გადაიფიქრა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შოტლანდიელმა საუკეთესო წლები უკან მოიტოვა, თუმცა გამოცდილება და მისი კლასი მაინც დასაფასებელია. 

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება დაპირისპირება. ძირითადი ბადის შეხვედრები 28 ივნისიდან დაიწყება. 

აქვე გეტყვით, რომ კარიერაში ბასილაშვილს მარისთან არასდროს უთამაშია. გამარჯვების შემთხვევაში მისი მეტოქე მეორე წრეში ან გერმანელი ოსკარ ოტე, ან ფრანგი არტურ რინდერკნეხი იქნება.

შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მატჩი ცენტრალურ კორტზე მაყურებლის თვალწინ გაიმართება, რადგან როგორც ტურნირამდე გაცხადებული იყო, ეს შესაძლოა, მარის ბოლო უიმბლდონი იყოს და ლეგენდას დიდი პატივი უნდა მიაგონ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
იმედია ბასილაშვილი იქნება ის ვინც მარის უკანასკნელ უიმბლდონს დაასრულებს!
წარმატებები ნიკოლოზ!!!
17:21 25-06-2021
2
ნიკაააა!❤❤❤❤
გამარჯვებას გისურვებ ნიკაა!❤
16:40 25-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული