ბასილაშვილმა მარის სეტი 0:5-დან მოუგო, მაგრამ მაინც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილი (28) უიმბლდონის ტურნირის პირველ წრეში, ცენტრალურ კორტზე, გრანდ სლემის სამგზის გამარჯვებულთან, 34 წლის შოტლანდიელ ენდი მარეისთან (118) 4:6, 3:6, 7:5, 3:6 დამარცხდა - მატჩი 3 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა.

პირველი ორი სეტი მარეიმ მოიგო, მესამეში 5:0 დაწინაურდა, მაგრამ ბასილაშვილმა სეტი გადაარჩინა და 7:5 იმარჯვა. შემდეგ წვიმა წამოვიდა, კორტის გადახურვას გარკვეული დრო დასჭირდა და პაუზამ მარეის სულზე მიუსწრო, მეოთხე სეტი 6:3 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მარეი მეორე წრეში ფრანგ ოსკარე ოტეს და გერმანელ არტურ რინდერკნეხს შორის გამარჯვებულს
შეხვდება.

altენდი მარი: ბასილაშვილის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ტურნირებზე არ უნდა თამაშობდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
სხვა ტელევიზორში უყურებდით და სხვა რამეს აჩვენებდა თქვენთან ? სად ნახეთ წვიმა ? წვიმა მოიმიზეზა უიმბლდონის ადმინისტაციამ და ნაწილებად დაშლილი ჭორიკანა გააცოცხლეს ! ვინ რას იტყოდა , ინგლისია სულ წვიმს , თუმცა ამინდის პროგნოზია წვიმა და თამაში უნდა შეჩერდეს 20 წუთითო , ნუ რა უნდა თქვა ამ ყველაფერზე . საერთოდ დიდი ქვეყნები , ვერ იტანენ ჩხვლეტას , სირცხვილი უიმბლდონის ორგანიზატორებს , რადგან ჩოგბურთის ისტორის უდიდესი საღამო მოპარეს . ბრავო ბასილ .
ATP 16
09:00 29-06-2021
2
რომ არ შეჩერებულიყო თამაში ისეთ ხოდზე იყო ბასილა რომ უეჭველი მოუგებდა
მამუკა
02:22 29-06-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული