"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
უიმბლდონის პირველ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ენდი მარეის დაძაბულ შეხვედრას, რომელიც შოტლანდიელი ჩოგბურთელის გამარჯვებით, 6:4 6:3 5:7 6:3 დასრულდა, საერთაშორისო მედია აქტურად ეხმაურება და მარეის მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარსაც აქვეყნებს.

Eurosport-ი წერს:

"34 წლის სპორტსმენი დიდი სლემის ტურნირზე ოთხი წლის შემდეგ დაბრუნდა და თითქოს მარტივ გამარჯვებასაც აღწევდა, მაგრამ მესამე სეტში ცენტრალურ კორტზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა სასწაული შეძლო და 0:5-ის შემდეგ გაიმარჯვა. მარეის ძალების მოკრებაში საკუთარი გულშემატკივრების ფაქტორი დაეხმარა."


Sportall.Ge


BBC ენდის ჭკვიანური და თავდაჯერებული თამაშით აღფრთოვანებულია და რეიტინგში 118-ე ადგილზე მყოფი სპორტსმენის
კომენტარსაც გვთავაზობს:

"მესამე სეტში დამარცხებით ნამდვილად იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე გამარჯვებისთვის და მივაღწიე კიდეც."

Guardian-ი აღნიშნავს, რომ შოტლანდიელს კარიერის შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი აბრაზებს. შოტლანდიელმა სპორტსმენმა მატჩის შემდეგ თქვა:

"ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ისევ აქამდე მოვსულიყავი, მაგრამ რატომღაც ყველა მაინც იმას მეკითხება, იქნება თუ არა ეს უიმბლდონი ჩემთვის უკანასკნელი. მე ხომ თამაში მსურს, კორტზე ყოფნისას სიამოვნებას ვიღებ, დღეს რეიტინგის 28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე. ასე რომ, არსად მივდივარ!"

შეგახსენებთ, ბასილაშვილმა მესამე სეტში 0:5-იდან 7 გეიმის მოგება მოახერხა და შეხვედრა მეოთხე სეტში გადაიყვანა, თუმცა ვეტერან შოტლანდიელს მაინც ვერ აჯობა.

altბასილაშვილი ლეგენდასთან დამარცხდა, თუმცა კარიერაში მორიგი ფურცელი დაწერა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 9 /
...ყოჩაღ ნიკას, ლამაზი ჩოგბურთი აჩვენა!! ნიკა სულ უტევდა, ინგლისელი დაცვაში , უკანა ხაზზე იყო მთელი შეხვედრა!!!! პირველი ჩაწოდება და ეისები აკლია და ყველა გათამაშებაში უწევს დიდი ენერგიის ჩადება, ანუ ადვილად ჩაწოდებაზე მოპოვებული ქულების დეფიციტი აქვს!!! მარიმ გუშინ ეისებით მოიგო!!!
დათო
29 ივნისი 2021 13:44
9
ეჰ ნიკა,ნიკა!ამ ნაფტალინიდან ამოღებულს როგორ დაანებე გამარჯვება.თანაც მისი ,იმ სიტყვების შემდეგ.მაგრად დამწყვიტე გული.სხვას ყველას ავიტანდი,მაგრამ მაგ ენატლიკინას, ვერ უნდა მოეგო
სოსო
29 ივნისი 2021 12:50
2
შეხვდი ნოლეს და "სად" გაგიშვებს მაგაზე მერე ილაპარაკე
!!!!!!!
29 ივნისი 2021 11:53
1
უიმბლდონის ადმინისტრაცია რომ დაეხმარა ენდი მარის ეგ არაფერი არა!??...15 წუთი რომ შესვენება გამოუცხეს!... აი ეს არის დათვური სამსახური!!...
გაიოზი
29 ივნისი 2021 11:34
2
რომ არა უიმბლდონის მხარდაჭერა ეგ გამოუსწორებელი ლოთი ვერ მოიგებდა
ანა
29 ივნისი 2021 11:20
2
ლოთობა ქალზე (თუნდაც ავ ქალზე) ხელის აწევაზე ნაკლებად უღირსი საქციელია
ალიხან კნოევი
29 ივნისი 2021 22:08
6
გათრევს ჯოკოვიჩი შე საწყალო, ბასილაც მოუმზადებელი იყო ეტყობა თორემ არც ნიკა დაგაკლებდა.
semi
29 ივნისი 2021 11:17
3
ბასილაშვილმა სასაცილოდ გაიხადა საქმე, ასე უაზროდ წაგებით.
მ.მ
29 ივნისი 2021 10:58
10
აზრიანზე არ იცინებდით?
თამაზი
29 ივნისი 2021 13:45
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული