ბასილაშვილი ყველაზე წარმატებულ ტურნირს არგენტინელით იწყებს [VIDEO]

AutoSharing Option

უიმბლდონის გათამაშება ახლახან დასრულდა, გერმანიის ჰალაქ ჰამბურგში კი დღეს, 13 ივლისს, გრუნტის საფარზე 500-იანი კატეგორიის ევროპის ღია პირველობა იწყება, სადაც მონაწილეობას კლასიფიკაციის 29-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს.

ბასილაშვილი ტურნირზე მე-3 ნომრადაა განთესილი და საწყის ეტაპზე დაისვენებს. მერვედფინალში ნიკოლოზის მეტოქე არგენტინელი სებასტიან ბაეზი (161) იქნება, რომელმაც ფრანგ კორენტინა მუტეს (83) სძლია. ბასილაშვილისა და ბაეზის შეხვედრა 14 ივლისს, თბილისის დროით 13:00 საათზე გაიმართება.

2020 წლის ჰამბურგის პირველობის გამარჯვებული კლასიფიკაციის მე-7 ნომერი ალექსანდრ რუბლევი გახდა.

მიმდინარე ტურნირის რეიტინგის ლიდერი 22 წლის ბერძენი სტეფანოს ციციპასია.









შეიძლება ითქვას, რომ ნიკოლოზისთვის ყველაზე წარმატებული ტურნირი სწორედ ჰამბურგია, რადგან ქართველმა ჩოგბურთელმა აქ 2018 და 2019
წლებში ზედიზედ ორჯერ იმარჯვა.


2018 წელს ნიკოლოზმა ფინალში არგენტინელი ლეანდრო მაიერი დაამარცხა, ხოლო 2019 წელს - რუსი ანდრეი რუბლევი.







altნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს










მკითხველის კომენტარები / 2 /
იქნებ დელ პოტრო იყო და არა მაიერი?
კარგი ერთიი!
13:11 13-07-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული