გდინიის ტურნირის პირველ წრეში ქართველმა ეკატერინე გორგოძემ (208) რუს ანასტასია ზახაროვას (256) 6:7 6:3 6:1 სძლია.
ამ გამარჯვებით ეკატერინე მომდევნო წრეში გავიდა, სადაც მისი მეტოქე WTA-ს რეიტინგის 154-ე ნომერი, ამერიკელი ვარვარა ლეფჩენკო იქნება. შეხვედრა 21 ივლისს, თბილისის დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული.
აღსანიშნავია, რომ გორგოძე-კალაშნიკოვას დუეტმა წყვილთა თანრიგშიც იმარჯვა.
პოლონური ტურნირი ქართველებისთვის ჯერჯერობით წარმატებით მიმდინარეობს.