ბასილაშვილმა ესპანელი მეტოქე მარტივად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 24 ივლისს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაიწყო. ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ კარბალეს ბაენას დაუპირისპირდა და 2 სეტში 6:3 6:2 დაამარცხა.

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ნიკამ დღეს შესანიშნავად იასპარეზა, პირველ სეტში მეტოქის მოწოდება 2-ჯერ (მე-4 და მე-6 გეიმში) მოიგო, მე-7 სეტში ესპანელმა ბრეიკი შეასრულა, თუმცა ნიკამ სეტი ლოგიკურ 6:3-მდე მიიყვანა და დაწინაურდა.

მეორე სეტი ჩვენებურმა შესანიშნავად დაიწყო, "ბასილამ" მეტოქეს მოწოდება პირველივე გათამაშებაში მოპარა, იგივე გააკეთა მე-7 გეიმშიც და მარტივად, 6:2 იმარჯვა.

ნიკა ოლიმპიადის 1/6 ფინალში ტროი დანიელსა და ლორენცო სონეგოს
შორის გამარჯვებულს შეხვდება
მკითხველის კომენტარები / 7 /
პირველი სიხარული. გვიმრავლოს გამარჯვებები
0
გილოცავთ ნიკას გამარჯვებას!!! სონეგოს ხვდება, რომელმაც ძლივს მოუგო იაპონელ ტარო დანიელს 4:6, 7:6,7:6!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
11:45 24-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული