დღეს, 28 ივლისს, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა (41) მერვედფინალური შეხვედრა გამართა. ქართველის მოწინააღმდეგე კლასიფიკაციის მე-5 ნომერი, ნიკასთვის კარგად ნაცნობი ალექსანდრ ზვერევი გახლდათ.

ჩოგბურთელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. სეტის მეორე ნახევარში, კერძოდ მე-6 და მე-8 გეიმში გერმანელი ნიკას მოწოდებაზე 15:30 დაწინაურდა, თუმცა ქართველმა რეაბილიტაცია და გათამაშებების თავის სასიკეთოდ დასრულება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ზვერევი შესანიშნავად გამოიყურებოდა, საკუთარი 5 ჩაწოდება კი მშრალად მოიგო, რაც ნიკოლოზის მდგომარეობას ართულებდა, რადგან ქართველს ბრძოლა არა მეტოქის, არამედ საკუთარ ჩაწოდებაზე უწევდა, რამაც საბოლოოდ 1-ელ სეტზე ზეგავლენა იქონია… "ბასილას" მოწოდებაზე, კერძოდ მე-10 გეიმში, ქართველს ჩაწოდება არ გამოუვიდა და ზვერევმა ნიკას მოწოდების წართმევით პირველი სეტი 6:4 მოიგო.

მეორე სეტიც იმავე სცენარით დაიწყო, ჩოგბურთელები პრაქტიკულად უშეცდომოდ ასპარეზობდნენ. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა საკუთარ ჩაწოდებაზე პირველი ქულები მე-5 გეიმში წააგო.

ყველაფერი თითქოსდა მე-8 გეიმში გადაწყდა, როდესაც ნიკას გათამაშებაში გერმანელმა 15:40 უპირატესობა მოიპოვა, ორმაგი "ბრეიკ-პოინტი" გამოიყენა და თამაშის დაწყებიდან 1 საათისა და 6 წუთის თავზე მატჩზე ჩაწოდების უფლება მოიპოვა, მაგრამ "ბასილამ" ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და 3 "მატჩ-ბოლის" მოგერიების შემდეგ მეტოქის მოწოდება მოიგო.

საბოლოოდ, საქმე ლოგიკურ ტაი-ბრეიკამდე მივიდა. გერმანელმა სტარტზევე სერიოზული უპირატესობა, 4:2 მოიპოვა, რაც გამოიყენა, მეოთხე "მატჩ-ბოლის" გამოყენება შეძლო და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ჟერემი შარდისა და ლიამ ბროადის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ნიკოლოზისთვის კი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა დასრულდა. ქართველი, სავარაუდოდ, ძალების აღდგენის შემდეგ ამერიკულ ტურნეზე გადაერთვება.

nanka2002
ეგ უნდა დამეწერა. თანაბარი იყო, მარა წააგო. რა საჭიროა ასეთი გოიმური სათაურები?!
გია
არა უშავს ნიკა, გული არ გაიტეხო! იმარჯვებ თუ აგებ, შენ გულშემატკივრების გულში, ყოველთვის გამარჯვებული იქნები!!!!!!!
სოსო
ნიკა,მხოლოდ საკუთარი მოწოდების ასაღებად იბრძოდა და სრული ძალით,მაშინღა ამუშავდა,როცა მატჩბოლამდე მივიდა საქმე.ასე გამარჯვება,შეუძლებელია.ცოტა ადრე რომ დაქოქილიყო,დარწმუნებული ვარ მოიგებდა.ზვერევს არაქათი აღარ ჰქონდა.ტაიბრეიკზე,სამწუხაროდ არ გაუმართლა.არა უშავს ნიკა,აქაც კი გამოჩნდა,რომ მეტის პოტენციალი აქვს.
ბფჰჰ
ძააან თანაბარი ყოფილაა!! დაჟე ფრეს ფიქრობდნენ მსაჯები ხო??(((((ვაიჰჰჰ
პაატა
რა მაგარ ფორმაშია ნიკა რა დასანანად წააგო..ძლივს იდგა ფეხზე ზვერევი და ვინც ნახეთ თამაში დამეთანხმებით.მესამე სეტში უშანსოდ იქნებოდა გერმანელი.
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
[VIDEO] ვანდამ გავრცელებული თამამი ვიდეოთი გამომწერები აღაფრთოვანა, იკარდის კი დასცინა
[VIDEO] როცა მეუღლე გაკვირდება და გამომწვევად ჩაცმულ მშვენიერ გოგონას ვერ უყურებ - საბინამ ჩეხ მწვრთნელს მძიმე წუთები გამოატარა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზვერევმა მძიმე ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა... დრამატული და ემოციური მატჩი საფრანგეთიდან [VIDEO]
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ზედიზედ მეორედ - იანიკ სინერი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა
ზვერევი უიმბლდონს დააკლდება - გერმანელის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ასეთი რამ გინახავთ? - ზვერევისა და ალკარასის მატჩი უცნაური მიზეზით შეწყდა [VIDEO]
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
"მეგობრებო, შეგიძლიათ ჩემი მაგალითი გაითვალისწინოთ, მე ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი შემიძლია" - ალექსანდრ ზვერევი