რაფაელ ნადალმა ჯოკოვიჩს რჩევა მისცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩოგბურთში რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ესპანელ პაბლო კარენო ბუსტასთან (11) ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში 4:6 7:6 3:6 დამარცხდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში სერბ სპორტსმენს ნერვების მოთოკვა უჭირდა, რის გამოც საკმაოდ დიდი კრიტიკის ქვეშ მოჰყვა. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ბუსტას თანამემამულე და ნოვაკის მეგობარი რაფაელ ნადალიც გამოეხმაურა, რომელიც თვლის, რომ კლასიფიკაციის ლიდერსა და ჩოგბურთის ლეგენდას ქცევის უფრო მაღალი სტანდარტი უნდა ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მნიშვნელობის შეხვედრაში მარცხდება.

"საბედნიეროდ, ად
ამიანები ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ და მის ამ საქციელს არაფერი მოჰყვა" - განაცხადა ნადალმა EFE-სთან პრესკონფერენციისას.

"ის ბევრი ბავშვისთვის მისაბაძი ადამიანია, თუმცა მსგავსი მოულოდნელობები ყოველთვის ხდება, ის კი ვალდებულია, რომ ეს ყველაფერი გადალახოს. იმედია, ეს აღარასდროს განმეორდება".

რაფამ ამის შემდეგ თავის თანამემამულე კარენოზე ისაუბრა, რომლის მიმართაც აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

"მისითა და ესპანეთის წარმატებით ძალიან გახარებული ვარ. მას ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაახსენდება, მსგავსი ბედნიერი მომენტები დაუვიწყარია".

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული