ბასილაშვილი კანადაში ამერიკელით იწყებს

AutoSharing Option
ტოკიოს ოლიმპიადაზე კარგი გამოსვლის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი (41) ტორონტოს ATP ტურნირში ჩაებმება.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ ეტაპზე 22 წლის ამერიკელ ჯენსონ ბრუკსბს (130) დაუპირისპირდება. ნიკოლოზს მეტოქესთან დადებითი ბალანსი აქვს - 2019 წელს, ავსტრალიის ღია გათამაშებაში (3:1) დაამარცხა.

თუკი ბასილაშვილი საწყის ეტაპს წარმატებით გადალახავს, მომდევნო წრეში უკვე 22 წლის ავსტრალიელი ალექს დე მინორის (18) წინააღმდეგ ითამაშებს.

შეგახსენებთ, ქართველმა ჩოგბურთელმა ტოკიო 2020-ზე ორი მეტოქე დაამარცხა და შემდეგ მომავალ ჩემპიონ ალექსანდრ ზვერევთან
დამარცხდა.

კანადის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 850 975 ამერიკული დოლარი გახლავთ. ბასილაშვილისა და ბრუკსბის შეხვედრა 10 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

altბასილაშვილის მომგებმა ზვერევმა ოლიმპიადის ფინალში რუსი გაანადგურა

altბასილაშვილი ზვერევთან თანაბარ თამაშში დამარცხდა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 9 /
… ბრუკსბიმ ვაშინგტონის ATP500-ის ტურნირზე, გუშინ ნახევარფინალში წააგო სინერთან 7:6, 6:1, მანამდე მოუგო კევინ ანდერსონს, ტიაფოს, მილმანს!!! ასე , რომ სერიოზული მეტოქეა!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
08 აგვისტო 2021 14:22
2
… შეხვედრა 10 აგვისტოს არის ჩანიშნული, 19:00 საათზე!!!
დათო
09 აგვისტო 2021 13:49
0
გრინვიჩს,
… კი ბატონო, თავიდან 9-ში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადაიტანეს 10-ში!!! მიზეზი ალბათ ბრუკსბის შაბათის ნახევარფინალური შეხვედრაა!!! დასვენების საშუალება მისცეს!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
10 აგვისტო 2021 16:08
0
მერე შეიცვალა
გრინვიჩი
10 აგვისტო 2021 15:17
0
ტოკიოში წარმატებული გამოსვლა ერთი წრის გავლაა? ვაი თქვენს პატრონს.
ზაზა
09 აგვისტო 2021 16:43
18
… აზრზე არ ხარ რას წერ, ჯერ ერთი ორი წრე გაიარა, ოლიმპიადის ჩემპიონთან ზვერევთან თანაბარ ბრძოლაში წააგო!!! ზვერევმა ჯოკოვიჩი, უდავო ფავორიტი სამ სეტში დაამარცხა!!! რა პრეტენზიებია???!!! 35 გრადუსი სიცხე იყო და შუადღეზე ათამაზშებდნენ, ჩოგბურთელები სიცხის გამო კორტზე ეცემოდნენ!!! მედვედევის პრეტენზიის შემდეგ, უკვე ნიკას თამაშის მეორე დღეს გადაიტანეს საღამოს საათებში!!! გირჩევ, ცოტა მეტი წაიკითხე და ასეთი პრეტენზიები აღარ გექნება!!! შენი ‘’ვიდებიდან “ ხვალინდელი მეტოქე ბრუკსბიც ,, ფრაერია” არა??? გუშინწინ ვაშინგტონის ატპ 500 ნახევარფინალში იყო!!! მანამდე კევინ ანდერსონს, ტიაფოს და მილმანს მოუგო!!! თუ ეს გვარები შენთვის ჩინურია, მაშინ ‘’პაკა’”!!! იმეცადინე ჩოგბურთში გირჩევ!!! ან სხვა სპორტში გადაერთე, აქ გიჭირს მაგრად!!!
დათო
10 აგვისტო 2021 12:00
1
ჩემთან წააგო, ბიჭო
ზვერევი
10 აგვისტო 2021 15:16
0
ყველა გამოხმაურება
…მოიგოოოოო!!
დათო
10 აგვისტო 2021 21:06
0

სიახლეები პოპულარული